

ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრიდან მოპოვებული ინფორმაციით, კორონავირუსი ხარაგაულის #3 სკოლის მასწავლებელს დაუდასტურდა.
ამიტომ დღეიდან, 5 ნოემბრიდან, სკოლა სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა.
ხარაგაულის #3 სკოლის დირექტორის, მარინე ხვედელიძის ინფორმაციით, მასწავლებელი სკოლაში მიმდინარე კვირაში არ ყოფილა, რადგან შაბათიდან, 31 ოქტომბრიდან, თავს შეუძლოდ გრძნობდა.
„გადავიდეთ თუ არა მასწავლებლები თვითიზოლაციაში, ამის შესახებ ინფორმაციას საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრიდან ველოდებით“, – ამბობს მარინე ხვედელიძე.
რაც შეეხება ექთანს, რომელიც ბორითის კოვიდკლინიკის თანამშრომელია, ინფექცია გეგმიური ტესტირების დროს დაუდასტურდა.
„დღევანდელი მონაცემებით, კორონავირუსი კიდევ რვა ხარაგაულელს დაუდასტურდა, – ამბობს ჯანდაცვის ცენტრის ექიმი ნინო ყიფშიძე, – შესაძალოა, ყველა მათგანი ფაქტობრივად ხარაგაულში არ ცხოვრობდეს. ამჟამად ამ ფაქტებს ვიკვლევთ და დამატებით ინფორმაციას მოგაწვდით“.
ხარაგაულში კორონავირუსის პირველი შემთხვევის დადასტურებიდან დღემდე სულ 25 ინფიცირებულია. მათგან 4 გამოჯანმრთელდა. თვითზიოლაციაში 35 პირი რჩება.
პირის ღრუსა და კბილების ჰიგიენაზე ზრუნვა ერთ-ერთი
„რიკოთის ქარის სადგურის“ ასაშენებლად კომპანია „ტაბას“ ხარაგაულსა და ხაშურში
საქართველოს რკინიგზა 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე
ევროკავშირის წარმომადგენლობამ საქართველოში ღრმა მწუხარება გამოთქვა
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს,