
დღეს ხარაგაულში კორონავირუსით ინფიცირების ექვსი ახალი შემთხვევა დადასტურდა. მათგან 4 ლეღვნელია, 1 – ლაშელი და 1 – გრიგალათში მცხოვრები.
ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრიდან მოპოვებული ინფორმაციით, ლეღვანში მცხოვრები ოთხი ინფიცირებული ერთი ოჯახის წევრები არიან. მათი დაინფიცირების წყარო, ჯერჯერობით, უცნობია.
ასევე უცნობია ლაშეში მცხოვრები კოვიდინფიცირებულის წყაროც.
რაც შეეხება გრიგალათში მცხოვრებს, სხვა რაიონში დასაქმებულია და კორონავირუსით თანამშრომლისგან დაინფიცირდა.
ხარაგაულში კორონავირუსით დაავადების პირველად დადასტურებიდან ამ დრომდე, ინფექცია სულ 17 ადამიანს დაუდგინდა. მათგან სამი გამოჯანმრთელდა.
ადრე დაინფიცირებულებთან კონტაქტში მყოფი პირებისგან თვითიზოლაციაში 21 ადამიანი რჩება.
ახალი დაინფიცირებულებთან კონტაქტში მყოფი პირების ვინაობის დგინდება.
P.S. გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსი ასევე გამოუვლინდა ზესტაფონში მცხოვრებ პირს, რომლის იურიდიული მისამართია ხარაგაული. თუმცა, მას ბოლო ორი თვის განმავლობაში ხარაგაულთან და ხარაგაულელებთან შეხება არ ჰქონია.
სტუდენტობა ადამიანის ცხოვრებაში განსაკუთრებული და
ხარაგაულელი ბერიკა ებანოიძე საფრანგეთში, ქალაქ ლიონში, სამაგისტრო
გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) საქართველოში მომსახურების
დღეს, 15 სექტემბერს, საქართველოს სკოლებში ახალი – 2025-2026 სასწავლო
ხარაგაულში დამეწყრილი სოფლებიდან – ღვერკიდან