

საჩხერისა და ჭიათურის საარჩევნო ოლქებში ოთხი საჩივარი დაიწერა – ეს ინფორმაცია ჭიათურის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარესგან, მამუკა სამხარაძისგან მოვიპოვეთ.
„ერთი საჩივარი დაიწერა იმის გამო, რომ ამომრჩეველს დაავიწყდა ბიულეტენის კონვერტში ჩაგდება და ის გარეთ გაჰქონდა, – ამბობს მამუკა სამხარაძე, – რა თქმა უნდა, კომისიის წევრებმა მოაბრუნეს და ბიულეტენი უბნის გარეთ არავის გაუტანია;
მეორე საჩივრის მიხედვით, კომისიის თავმჯდომარე უბნის გარეთ გავიდა მძღოლთან დასალაპარაკებლად. მესამე საჩივარში ნათქვამია, რომ საარჩევნო კაბინები ფანჯრების მხარეს იყო განთავსებული და თუ ვის მისცემდა ამომრჩეველი ხმას, ამის დანახვა გარედან შეიძლებოდა. ეს საარჩევნო უბანი შენობის მორე სართულზეა განთავსებული.
რაც შეეხება საჩხერეს, ერთი საჩივარი დაიწერა – ამომრჩეველმა ბიულეტენები ყუთში კონვერტის გარეშე ჩააგდო.
ხარაგაულის საარჩევნო ოლქის უბნებზე არც ერთი საჩივარი არ დაწერილა“.
მამუკა სამხარაძის თქმით, საჩივრები ეხება ისეთ პროცედურულ დარღვევებს, რომლებიც არჩევნების შედეგებზე გავლენას ვერ მოახდენენ.
ძუძუს კიბო მსოფლიოში რიგით მეორე ყველაზე
იმერეთში რძის პროდუქტების მწარმოებელ არალეგალურ ობიექტებს
1 ოქტომბრის დღის ბოლოდან 3 ოქტომბრის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოში
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედ ღორეშისა და ვერტყვიჭალის
1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა – ეს თარიღი 1991 წლიდან აღინიშნება.