

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 31 ოქტომბრის საქართველოს პარლამენტის, მუნიციპალიტეტის მერების რიგგარეშე და საკრებულოების შუალედური არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა.
„კანონმდებლობის თანახმად, რიგითი ნომრების განსაზღვრის ბოლო ვადა 1 ოქტომბერია (არჩევნების დღემდე 30 დღით ადრე), თუმცა ცესკოს მიერ სხვადასხვა პროცედურების დროულად დასრულების შედეგად, რიგითი ნომრების განსაზღვრის პროცესი არჩევნების დღემდე 42 დღით ადრე ჩატარდა.
ცესკომ, მიიღო განკარგულება, რომლის თანახმადაც, პოლიტიკურ პარტიებსა და საარჩევნო ბლოკებს გაუმარტივდათ რიგითი ნომრების გამოყენების პროცედურა. მათ მიეცათ შესაძლებლობა 31 ოქტომბრის სამივე ტიპის არჩევნებში გამოიყენონ დღეს მინიჭებული რიგითი ნომერი ან ის რიგითი ნომერი, რითაც მონაწილეობას იღებდნენ ბოლო საერთო მუნიციპალიტეტის არჩევნებში“, – განაცხადა ცესკოს პრეს-სპიკერმა ანა მიქელაძემ.
საქართველოს პარლამენტის არჩევნებში მონაწილეობის მიზნით რეგისტრირებულია 58 პარტია და 2 საარჩევნო ბლოკი. დღეს გამართულ წილისყრის პროცესში მონაწილეობა მიიღო 47-მა საარჩევნო სუბიექტმა. დანარჩენებს, კანონმდებლობის თანახმად, უფლება ჰქონდათ წილისყრის პროცედურის გარეშე დაეტოვებინათ რიგითი ნომერი.
ძუძუს კიბო მსოფლიოში რიგით მეორე ყველაზე
იმერეთში რძის პროდუქტების მწარმოებელ არალეგალურ ობიექტებს
1 ოქტომბრის დღის ბოლოდან 3 ოქტომბრის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოში
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედ ღორეშისა და ვერტყვიჭალის
1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა – ეს თარიღი 1991 წლიდან აღინიშნება.