
ორგანიზაცია „პარტნიორობა განათლებისა და უფლებებისთვის“ აცხადებს მონაწილეთა შერჩევას პროექტისთვის „სოფლად მცხოვრები ქალების გაძლიერება საჯარო და ეკონომიკური მონაწილეობით“.
პროექტის მიზანია ქალთა მონაწილეობის გაზრდა და მათი აქტიურობის ხელშეწყობა მიმდინარე სამოქალაქო და ეკონომიკურ პროცესებში. პროექტი მოიცავს ონლაინ ტრენინგების კურსს, დისკუსიას და ასევე შემდგომ აქტიურ ინდივიდუალურ მუშაობას, რომელიც დაეხმარებათ ქალებს კარიერულ წინსვლაში.
ტრენინგების ციკლი აერთიანებს ორ მოდულს:
1. სამოქალაქო ჩართულობის მექანიზმები, ლიდერობა და სამოქმედო გეგმის შემუშავება
2. მეწარმეობის უნარების განვითარება, მარკეტინგული გეგმისა და ბრენდბუქის მომზადება.
პროექტის სამიზნე მუნიციპალიტეტებია: დუშეთი, ხარაგაული, სენაკი და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტები.
სტუდენტობა ადამიანის ცხოვრებაში განსაკუთრებული და
ხარაგაულელი ბერიკა ებანოიძე საფრანგეთში, ქალაქ ლიონში, სამაგისტრო
გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) საქართველოში მომსახურების
დღეს, 15 სექტემბერს, საქართველოს სკოლებში ახალი – 2025-2026 სასწავლო
ხარაგაულში დამეწყრილი სოფლებიდან – ღვერკიდან