

საქართველოს მთავრობამ გამოაცხადა 100 მლნ ლარიანი საგარანტიო აუქციონი, რომელიც განკუთვნილია ქვეყანაში დაუსრულებელი მშენებლობის დაზღვევისთვის.
პრემიერის თქმით, 2008-2009 წლის კრიზისების შემდგომ და უფრო ადრეც დარჩენილი დაუსრულებელი მშენებლობები დღესაც ამახინჯებენ არა მხოლოდ თბილისს, არამედ ბევრ სხვა ქალაქს და სოციალურ პრობლემებს უქმნიან მოქალაქეებს.
„ეს გახლავთ კიდევ ერთი სექტორული დახმარების მხარდაჭერის პროგრამა, – ამბობს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, – ჩვენ დღეს უნდა გამოვაცხადოთ 100 მლნ ლარიანი საგარანტიო აუქციონი, რაც ნიშნავს იმას, რომ ყველანაირად ვაზღვევთ დაუსრულებელ მშენებლობას ქვეყანაში.
იმისთვის, რომ ეკონომიკური კრიზისის პირობებში სამშენებლო ბიზნესისთვის მხარი დაგვეჭირა და გაგვეძლიერებინა; ასევე – თითოეული ქართული ოჯახისთვის, რომელსაც საცხოვრებელი პირობების გასაუმჯობესებლად გარკვეული დანაზოგები ჰქონდა, ხელი რომ არ შეშლოდა, იპოთეკური სესხის პროცენტის სუბსიდირება დავიწყეთ.
თუმცა ეს არ არის საკმარისი და ამასთან ერთად აუქციონზე დღეს გამოვიტანთ 100 მლნ-იან გარანტიას, იმისთვის, რომ არც ერთი დაწყებული მშენებლობა არც დარჩეს დაუსრულებელი,“ – აღნიშნა პრემიერმა.
9 აპრილი ეროვნული ერთიანობის, თავისუფლებისა და გმირობის დღეა.
სასმელის პლასტმასის ბოთლებით რეალიზაციის აკრძალვა 2031 წლამდე გადავადდა.
სტიქიის პრევენციის სახელმწიფო პროგრამით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტს 888 491 ლარი გამოეყო.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა
აშშ-ის პრეზიდენტი ირანის დაბომბვის ორი კვირით შეწყვეტას დასთანხმდა იმ პირობით,