
„ინტერნიუსი – საქართველო“, საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ, 10 მედიაკომპანიას: „ბათუმელები“, ტელეკომპანია TV25, „ჩემი ხარაგაული“, „კახეთის ხმა“, „ლაივპრესი“, ტელეკომპანია „ბორჯომი“, ტელეკომპანია “გურია TV”, ტელეკომპანია “გურჯაანი”, ტელეკომპანია “მეგა TV” და „ქუთაისიპოსტი“ დაეხმარება მოსახლეობისათვის მნიშვნელოვან პრობლემებსა და საკითხებზე, ასევე, არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების მიერ აღნიშნული პრობლემების გადაჭრის შემოთავაზებული გზებისა და საარჩევნო პროგრამების შესახებ ჟურნალისტური მასალების წარმოებასა და გავრცელებაში.
პროექტის „რეგიონული მედიის სარედაქციო და ტექნოლოგიური მხარდაჭერა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მაღალხარისხოვანი გაშუქების მიზნით“ ფარგლებში, საკონკურსო წესით შერჩეული 10 მედიაკომპანია მიიღებს გრანტს (თითოეული 12.000 ლარის ოდენობით) და სარედაქციო მხარდაჭერას ჟურნალისტური მასალების მოსამზადებლად.
სტუდენტობა ადამიანის ცხოვრებაში განსაკუთრებული და
ხარაგაულელი ბერიკა ებანოიძე საფრანგეთში, ქალაქ ლიონში, სამაგისტრო
გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) საქართველოში მომსახურების
დღეს, 15 სექტემბერს, საქართველოს სკოლებში ახალი – 2025-2026 სასწავლო
ხარაგაულში დამეწყრილი სოფლებიდან – ღვერკიდან