

ჯანდაცვის სამინისტროში მიმდინარეობს მუშაობა იმ ვებგვერდის შესაქმნელად, სადაც მოქალაქეებს 200-ლარიანი კომპენსაციის მისაღებად დარეგისტრირება 15 აგვისტოდან შეეძელბათ.
ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.
მისივე თქმით ბავშვები 200 ლარს 1 სექტემბრიდან 15 სექტემბრამდე პერიოდში მიიღებენ.
„დარეგისტრირების შემდეგ ოჯახთან უკუკავშირი გვექნება. დეტალური ინფორმაციის მოძიების შემდეგ, თანხა მშობლებს პირველი სექტემბრიდან 15 სექტემბრამდე ჩაერიცხებათ.
თუ მშობელმა განაცხადი არ შეავსო, ეს მთავრობას გვიდასტურებს, რომ ამ კომპენსაციის მიღებაზე უარს აცხადებს. ამდენად, თანხის მისაღებად რეგისტრაცია სავალდებულოა. მთავრობას ესაჭიროება კონკრეტული მონაცემები, მშობლების ანგარიშის ნომრები და თუ ვინ არის კონკრეტულად ამ ბავშვის მეურვე, იმისათვის რომ ჩვენ შევძლოთ და საჭირო თანხები მიზნობრივად ვხარჯოთ“, – ამბობს ეკატერინე ტიკარაძე.
ხარაგაულელმა ნუგზარ ლომსაძემ და რამდენიმე დღის წინ თავსგადამხდარი ამბავი
ხარაგაულის ზრდასრულთა განათლების
„ჩემი ხარაგაულის“ რედაქცია აგრძელებს რუბრიკას – ფერმერი გვირჩევს.
თანამედროვე ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში ერთ-ერთ ყველაზე
დღეს, 2 ივლისს, ერთიანი ეროვნული გამოცდები ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით