

საჩხერე-ჭიათურა-ხარაგაულის გაერთიანებულ სამაჟორიტარო ოლქში „ევროპულმა საქართველომ“ მაჟორიტარობის კანდიდატად სერგო რატიანი წარადგინა.
რატიანი 2012 წელს და 2016 წელს პარლამენტის წევრი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ პარტიული სიით გახდა. 2017 წლის იანვრიდან კი „ევროპული საქართველოს“ წევრია.
ის პარლამენტში განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეა.
სერგო რატიანი დაიბადა 1967 წლის 27 ნოემბერს თბილისში.
დამთავრებული აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი. 2008 წლიდან ილია ჭავჭავაძის უნივერსიტეტის სრული პროფესორია.
ჰყავს მეუღლე ეკა კეკელია და ორი შვილი.
სერგო რატიანის ბიოგრაფიული მონაცემები აღებულია პარლამენტის ვებგვერდიდან.
ძუძუს კიბო მსოფლიოში რიგით მეორე ყველაზე
იმერეთში რძის პროდუქტების მწარმოებელ არალეგალურ ობიექტებს
1 ოქტომბრის დღის ბოლოდან 3 ოქტომბრის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოში
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედ ღორეშისა და ვერტყვიჭალის
1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა – ეს თარიღი 1991 წლიდან აღინიშნება.