
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ცენტრში მიმდინარე ბრიფინგზე პაატა იმნაძემ აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ნებადართული გახდა ღია სივრცეში კულტურული ღონისძიებების ჩატარება, შეზღუდვა ქელეხების, ქორწილებისა და იუბილეების ჩატარებაზე უცვლელი რჩება.
კულტურული ღონისძიებები, რეპეტიციები დაიშვა დახურულ სივრცეში. თუმცა ქორწილებისა და ქელეხების დახურულ სივრცეში ჩატარებაზე არის შეზღუდვები.
ჩვენი ტრადიციები ყველამ იცის, მაგალითად, კონცერტი შესაძლებელია ღია სივრცეში ჩატარდეს, მაგრამ სამწუხაროდ, ქორწილი, იუბილე და ქელეხიც ალკოჰოლის გარეშე არ არის. ამიტომ როგორ ფიქრობთ 200 კაცი რომ ნასვამი იქნება, რომელ დისტანციაზე შეიძლება იყოს ლაპარაკი. ჯერჯერობით, ჩვენი რეკომენდაცია ასეთია. დიდი ზომის ამგვარი ღონისძიებების ჩატარება ჯერ არ არის რეკომენდებული“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.
ხარაგაულის ცენტრალურ ქუჩაზე, წყლის მილის დაზიანების
ორ თვეზე მეტია, რაც ხარაგაულის ცენტრალური ქუჩის ტროტუარზე,
ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის,
ხარაგაულის #3 საჯარო სკოლაში პროექტის
ნიკო კეცხოველის სასკოლო კონკურსში წელს 500-მდე