

საქართველოში კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ხოლო 23 ადამიანი გამოჯანმრთელდა.
ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის სულ 939 დადასტურებული შემთხვევაა, ამათგან 817 გამოჯანმრთელებულია.
კოვიდ ცენტრებში 107 პაციენტი მკურნალობს.
ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თქმით, 8 ახალი შემთხვევიდან ერთი დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტია. დანარჩენი 7 ყველა შემოტანილი შემთხვევაა. 6 ინფიცირებული სატვირთო ავტომობილის მძღოლია.
მისივე თქმიოთ, დაავადების პროგრესირება არ შეინიშნება და რვავე პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
stopcov.ge-ის განახლებული მონაცემები ასე გამოყურება:
კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 939
მათ შორის გამოჯანმრთელებული – 817
მათ შორის გარდაცვლილი – 15
კარანტინის რეჟიმში – 3080
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 242
*უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები – 3
პირის ღრუსა და კბილების ჰიგიენაზე ზრუნვა ერთ-ერთი
„რიკოთის ქარის სადგურის“ ასაშენებლად კომპანია „ტაბას“ ხარაგაულსა და ხაშურში
საქართველოს რკინიგზა 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე
ევროკავშირის წარმომადგენლობამ საქართველოში ღრმა მწუხარება გამოთქვა
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს,