

ამის მიზეზი კი ხარაგაულიდან ცენტრალურ ავტომაგისტრალზე გასასვლელი გზის სირთულეა.
ხარაგაულიდან კიცხის მიმართულებით გზა ავტობუსისთვის ვიწროა, ხოლო ძირულას გავლით გზის მშენებლობა მიმდინარეობს.
„დაახლოებით ორი კვირა ვიმუშავეთ, მგზავრებიც გვყავდა. თუმცა, კიცხის გზაზე ავტობუსით გადაადგილება რთულია, რადგან გზა დაზიანებული და ვიწროა. მუშაობას ძირულა-ხარაგაულის გზის მშენებლობის დასრულების შემდეგ განვაახლებთ“, – ამბობს ავტობუსის მფლობელი გია წიქარიშვილი.
ხარაგაული-თბილისი-ხარაგაულის მიმართულებით საერთაშორისო კატეგორიის 55-კაციანმა ავტობუსმა მუშაობა 9 ივნისს დაიწყო. მგზავრობის ღირებულება ხარაგაულიდან თბილისამდე 10 ლარი იყო.
პირის ღრუსა და კბილების ჰიგიენაზე ზრუნვა ერთ-ერთი
„რიკოთის ქარის სადგურის“ ასაშენებლად კომპანია „ტაბას“ ხარაგაულსა და ხაშურში
საქართველოს რკინიგზა 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე
ევროკავშირის წარმომადგენლობამ საქართველოში ღრმა მწუხარება გამოთქვა
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს,