

19 მაისს, 13:00 საათიდან 16 საათამდე, გამოცდების ეროვნულ ცენტრში ღია კარის დღე გაიმართება. ცენტრის წარმომადგენლები სტუდენტთა საგრანტო კონკურში მონაწილეთა კითხვებს უპასუხებენ. კითხვების დასმა ცენტრის facebook-გვერდზე შეგეძლებათ.
შეგახსენებთ, რომ გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა უკვე გამოაქვეყნა სია აბიტურიენტების საგნების არჩევანის შესახებ. აბიტურიენტების ყველაზე დიდმა ნაწილმა დამატებით საგნად ისტორია აირჩია.
სხვა საგნებზე აბიტურინტთა არჩევანი შემდეგნაირად გადანაწილდა.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი კიდევ ერთხელ ახსენებს აბიტურიენტებს, რომ მათ საგანმანათლებლო პროგრამების შეცვლისა და დამატების შესაძლებლობა აპელაციების შედეგების გამოქვეყნებიდან მომდევნო დღის ჩათვლით ექნებათ.
მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა
ზამთრის მოახლოებასთან ერთად, ხარაგაულის
„ისტორიის შესწავლა მხოლოდ წარსული მოვლენების დამახსოვრებას არ ნიშნავს. ისტორიის გაკვეთილზე
მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამა FLEX-ის 2027-2028 აკადემიური
ქუთაისში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების