

ქუთაისში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების არალეგალური რეალიზაციის ფაქტი გამოვლინდა.
ამ ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
სურსათის ეროვნული სააგენტოს იმერეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა, ქუთაისში ინდივიდუალური მეწარმე რ. გ.-ის (მისამართი: ქუთაისი, ჭავჭავაძის გამზირი N 67 ) პესტიციდებისა და აგროქიმიკატების სარეალიზაციო ობიექტი არაგეგმურად შეამოწმეს და გამოვლენილი დარღვევების გამო, საქმიანობა შეუჩერეს.
ბიზნესოპერატორი პესტიციდებისა და აგროქიმიკატების რეალიზაციას რეგისტრაციისა და სააგენტოს შეასაბამისი აღიარების გარეშე ახდენდა.
აღსანიშნავია, რომ სპეციალიზებული ობიექტის ფუნქციონირებისათვის სავალდებულოა სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ დადგენილი წესით აღიარება, რაც გულისხმობს სანიტარიულ-ჰიგიენური მოთხოვნების და უსაფრთხოების წესების სრულად დაკმაყოფილებას.
კანონმდებლობის შესაბამისად, ობიექტი დაჯარიმდა და შესაბამისი მოთხოვნების დაცვის გარეშე აგროქიმიკატებით ვაჭრობა აეკრძალა.
მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი თბილისის
დასასვენებელი კომპლექსი „Nunisi Forest Hotel and Spa“ გარემოს დაცვისა და სოფლის
დღეს, 5 ოქტომბერს, მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან
ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი რუსეთში შავი
ე.წ. მეორადი ჩარიცხვის ფარგლებში, 5 ოქტომბრის