

დაბა ხარაგაულის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია-მშენებლობისთვის გამოცხადებულ ტენდერში წინადადებების მიღება დღეს დასრულდა. მიმდინარეობს შერჩევა-შეფასების პროცესი.
გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ ელექტრონული ტენდერი აუქციონის გარეშე (NAT) 3 608 814 ლარზე გამოაცხადა.
ამ ეტაპზე სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე ტენდერში დაფიქსირებული მონაწილე – შპს პროხოდკას ფილიალი – დაბა ხარაგაულის წყლის სისტემების რეაბილიტაციას 3 284 020 ლარად აპირებს.
სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, ხარაგაულში 24-საათიანი წყალმომარაგების აღდგენა ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან ხელშეკრულების გაფორმებიდან შვიდ თვეში იგეგმება.
განსაზღვრულია ლეღვანის წყალსადენის სისტემის სრული რეაბილიტაცია, დიდვაკისა და საღანძილის ჩათვლით, და პატარა ხარაგაულში ალტერნატიული სისტემის მოწყობა.
ნინო კაპანაძე
მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა
ზამთრის მოახლოებასთან ერთად, ხარაგაულის
„ისტორიის შესწავლა მხოლოდ წარსული მოვლენების დამახსოვრებას არ ნიშნავს. ისტორიის გაკვეთილზე
მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამა FLEX-ის 2027-2028 აკადემიური
ქუთაისში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების