

ტყის ეროვნული აღრიცხვის საველე სამუშაოებს ოთხ რეგიონში – სამეგრელო-ზემო სვანეთში, იმერეთში, სამცხე-ჯავახეთსა და კახეთში, ტენდერში გამარჯვებული სამი კომპანია მაისის მეორე ნახევრიდან დაიწყებს.
ტყის მახასიათებლებზე მონაცემები შეგროვდება 1078 კლასტერზე (ერთი კლასტერი განსაზღვრული ზოლია, რომელიც სამ სანიმუშო ანუ საცდელ წერტილს მოიცავს).
ტყის ეროვნულ აღრიცხვას ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო დეპარტამენტი უხელმძღვანელებს. პარალელურად, ტყის საინფორმაციო და მონიტორინგის სისტემის ჩამოყალიბებაზე მიმდინარეობს მუშაობა.
ტყის ეროვნული აღრიცხვის სამუშაოებზე 24 მეტყევე და 24 სტუდენტი დასაქმდება.
საქართველოს ტყის ეროვნული აღრიცხვის მიზნებია:
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ გერმანიის მთავრობის დახმარებით (GIZ) საქართველოს ტყის ეროვნული აღრიცხვა 2018 წელს დაიწყო.
2019 წელს, ტყის ეროვნული აღრიცხვის საველე სამუშაოები მცხეთა-მთიანეთში, გურიასა და აჭარაში განხორციელდა.
მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა
ზამთრის მოახლოებასთან ერთად, ხარაგაულის
„ისტორიის შესწავლა მხოლოდ წარსული მოვლენების დამახსოვრებას არ ნიშნავს. ისტორიის გაკვეთილზე
მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამა FLEX-ის 2027-2028 აკადემიური
ქუთაისში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების