

საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმისა და კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევის 102 ახალი ფაქტი გამოვლინდა.
პოლიციამ, 13 მაისის 21 საათიდან 14 მაისის დილის 6 საათამდე, ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით 89 მოქალაქე დააჯარიმა.
მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე 7 პირი დააჯარიმეს.
პოლიციამ საჯარო სივრცეში 3-ზე მეტი პირის შეკრების და 2-მეტრიანი სოციალური დისტანციის დაუცველობის 6 ფაქტი გამოავლინა.
საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას – ფიზიკური პირის დაჯარიმებას 3 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 15 000 ლარით.
შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ მოუწოდებს მოქალაქეებს, დაიცვან საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვები.
მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა
ზამთრის მოახლოებასთან ერთად, ხარაგაულის
„ისტორიის შესწავლა მხოლოდ წარსული მოვლენების დამახსოვრებას არ ნიშნავს. ისტორიის გაკვეთილზე
მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამა FLEX-ის 2027-2028 აკადემიური
ქუთაისში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების