

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ვერტყვიჭალასა და საღანძილეში, ასევე ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა საზანოში საბავშვო ბაღების მშენებლობა შეჩერებულია.
ამ სოფლებში ბაღებს ამხანაგობა „იმერეთი და ხურო“ აშენებს. ამხანაგობის დირექტორის, რუბენ ჩინჩალაძის, ინფორმაციით, ახალი კორონავირუსის პანდემიის გამო, ინფრასტრუქტურის სამინისტრომ ორ აპრილს ამ საბავშვო ბაღების მშენებლობის სამუშაოები შეაჩერა.
„სამივე საბავშვო ბაღში საძირკველის მშენებლობა უკვე დასრულებულია, მშენებლობის შეჩერებამდე კედლების ამოყვანა მიმდინარეობდა. როგორც კი სიტუაცია დასტაბილურდება და მუშაობის ნებართვას მოგვცემენ, მშენებლობას გავაგრძელებთ. ეს როდის იქნება, ჯერჯერობთ, არ ვიცით“, – ამბობს რუბენ ჩინჩალაძე.
სამივე საბავშვო ბაღის მშენებლობას მუნიციპალური განვითარების ფონდი აფინანსებს. ამხანაგობა „იმერეთი და ხურო“ ამ სამუშაოების განხორცილებას 2 182 ათას ლარად გეგმავს.
ფოტოზე: საღანძილის საბავშვო ბაღის მშენებლობა
9 აპრილი ეროვნული ერთიანობის, თავისუფლებისა და გმირობის დღეა.
სასმელის პლასტმასის ბოთლებით რეალიზაციის აკრძალვა 2031 წლამდე გადავადდა.
სტიქიის პრევენციის სახელმწიფო პროგრამით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტს 888 491 ლარი გამოეყო.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა
აშშ-ის პრეზიდენტი ირანის დაბომბვის ორი კვირით შეწყვეტას დასთანხმდა იმ პირობით,