

გაერთიანებული წყალმომარგების კომპანიის აბონენტებმა ხარაგაულში დღეს, 30 მარტს, შემდეგი შინაარსის ტექსტური შეტყობინება მიიღეს:
-ახალი COVID-19-ის გავრცელების გამო ხარაგაულში მოსახლეობის სულადობრივი რაოდენობა შეიცვალა, რამაც წლის მოხმარების მოცულობის გაზრდა გამოიწვია. გამომდინარე აქედან, წყალი მოსახლეობას დილის 8:00 საათიდან 10:00 საათამდე, ხოლოს საღამოს – 18:00 სთ-დან 22:00 სთ-მდე მიეწოდება.
წყალმომარაგების გრაფიკის ცვლილებას მოსახლეობის გულისწყრომა მოჰყვა.
„ყველაფერს ვითვალისწინებ, ყველაფერს ვითავისებ. იქნებ ამიხსნას ვინმემ, ეს როგორ გავითავისო? რა ვქნა, რა შემიცვლის წყალს?“ – წელს სოციალურ ქსელში თამრიკო ფცქიალაძე.
კორონავირუსის პანდემიის დროს წყლის რაოდენობას კი არ უნდა გვიზღუდავდნენ, არამედ უფრო უნდა გაგვიხანგრძლივონ წყლის მოწოდების დრო, – წუხან ხარაგაულელები.
მოსახლეობას წყალი გრაფიკით 2019 წლის 7 ივნისს მომხდარი სტიქიის შემდეგ მიეწოდება – მოდიდებულმა მდინარემ ლეღვნის წყალსადენის მილები დააზიანა. დ. ხარაგაულის, საღანძილისა და დიდვაკის მოსახლეობა წყალს მას შემდეგ პატარა ხარაგაულში არსებული წყლის რეზერვუარებიდან იღებს. ამ დრომდე მათ წყალი დღეღამის განმავლობაში 4-5 საათით მიეწოდებოდათ.
გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ ხარაგაულის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციისთვის პროექტი 2019 წლის ოქტომბრის ბოლოს მოამზადა. როდის გამოცხადდება სამშენებლო სამუშაოებისთვის ტენდერი, – ამ შეკითხვით გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას მივმართეთ. პასუხს მიღებისთანავე გაცნობებთ.
დღეს ხარაგაულის მაცხოვრის შობისა და თორმეტი მოციქულის სახელობის
9 აპრილი ეროვნული ერთიანობის, თავისუფლებისა და გმირობის დღეა.
სასმელის პლასტმასის ბოთლებით რეალიზაციის აკრძალვა 2031 წლამდე გადავადდა.
სტიქიის პრევენციის სახელმწიფო პროგრამით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტს 888 491 ლარი გამოეყო.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა