

ამ წუთებში ხარაგაულის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანებაში პროდუქტების დაფასოება მიმდინარეობს.
გაერთიანების დირექტორის, მამუკა ჭიპაშვილის, ინფორმაციით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედი 19 საბავშვო ბაღისა და ორი სასკოლო მზაობის ჯგუფის 600 აღსაზრდელზე 9 დასახელების პროდუქტი გაიცემა.
თითოეული აღსაზრდელისთვის განკუთვნილია ერთი ლიტრი ზეთი, ერთი ქილა შედედებული რძე, თითო-თითო კილოგრამი შაქარი, ბრინჯი, მანანის ბურღული, „პეჩენია“, ხილის კამფეტი, წიწიბურა და ვაფლი.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედ საბავშვო ბაღებში აღსაზრდელებისათვის პროდუქტების დარიგება პირველი აპრილიდან დაიწყება. საბავშვო ბაღების გამგეები მშობლებს ინფორმაციას მიაწვდიან. კვების პროდუქტები მშობლებმა საბავშვო ბაღებიდან თავად უნდა წაიღონ.
მამუკა ჭიპაშვილი ამბობს, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო თუ არდადეგები კიდევ გაგრძელდება, სავარაუდოდ, აღსაზრდელებზე საკვები პროდუქტები ამ ფორმით მომავალშიც გაიცემა.

დღეს ხარაგაულის მაცხოვრის შობისა და თორმეტი მოციქულის სახელობის
9 აპრილი ეროვნული ერთიანობის, თავისუფლებისა და გმირობის დღეა.
სასმელის პლასტმასის ბოთლებით რეალიზაციის აკრძალვა 2031 წლამდე გადავადდა.
სტიქიის პრევენციის სახელმწიფო პროგრამით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტს 888 491 ლარი გამოეყო.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა