

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოში მუნიციპალიტეტის მერსა და საკრებულოს შორის კომუნიკაციის არასაკმარისობაზე მსჯელობენ.
ხარაგაულის ადგილობრივი თვითმმართველობის საკანონმდებლო და აღმასრულებელ ორგანოთა წარმომადგენლებს შორის თანამშრომლობის დეფიციტი მოუგვარებელი პრობლემების რაოდენობას ზრდის, რაც მოსახლეობას აზიანებს.
საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი, „შენების მოძრაობის“ წევრი მიხეილ ჭიპაშვილი საკრებულოს თავმჯდომარისა და 28-წევრიანი უმრავლესობისგან ქმედითი ნაბიჯების გადადგმას მოითხოვს, მუნიციპალიტეტის მერთან თანამშრომლობის მისაღწევად ან მისთვის უნდობლობის გამოცხადებლად.
„ყველამ გავაანალიზოთ ჩვენი აქ ყოფნის მიზეზი და მიზანი. ჩვენ, – საკრებულოს წევრებს ან მერს რა უფლება გვაქვს, რომ ერთმანეთთან არ ვლაპარაკობთ?! ამით თითოეული ჩვენთაგანი და მთლიანად მოსახლეობა აგებს. იმის მაგივრად, რომ ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხა შედეგად ვაქციოთ, პროექტების შეუსრულებლობის ერთმანეთის გადაბრალებით ვართ დაკავებულები“, – ამბობს დეპუტატი მიხეილ ჭიპაშვილი.
დღეს ხარაგაულის მაცხოვრის შობისა და თორმეტი მოციქულის სახელობის
9 აპრილი ეროვნული ერთიანობის, თავისუფლებისა და გმირობის დღეა.
სასმელის პლასტმასის ბოთლებით რეალიზაციის აკრძალვა 2031 წლამდე გადავადდა.
სტიქიის პრევენციის სახელმწიფო პროგრამით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტს 888 491 ლარი გამოეყო.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა