

5 ივლისს ხარაგაულის ისტორიულ მუზეუმში მხატვარ ლევან ცუცქირიძის სახელობის ქართული სახვითი ხელოვნების ცენტრი გაიხსნება.
ამ ცენტრში სხვადასხვა თაობის მხატვრებისა და მოქანდაკეების მიერ შესრულებული 150-მდე ნამუშევარი გამოიფინება.
ხარაგაულის ისტორიულ მუზეუმში ახალი ექსპონატები ლევან ცუცქირიძის შვილმა, მხატვარმა და მოქანდაკე მამუკა ცუცქირიძემ თავის მეგობრებთან – გიორგი მადათოვთან და გიორგი ჭანკოტაძესთან ერთად ჩამოიტანა.
ხარაგაულის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ხარაგაულის ისტორიულ მუზეუმში ლევან ცუცქირიძის სახელობის დაწყებითი სამხატვრო სკოლა-სტუდია „ფრესკა“ ამოქმედდება. დაინტერესებული ახალგაზრდები შეისწავლიან სახვით ხელოვნებას, ქართული ტრადიციული ხელოვნების დარგებს – ხატვას, ფერწერას, კერამიკას, ჭედურობას, ქსოვას, მინანქარს და სხვ.
ფერმწერი, პროფესორი, „ხელოვნების ქურუმი“ მხატვარი ლევან ცუცქირიძე 93 წლისაა. 2017 წელს მისი ინიციატივით ხარაგაულის ისტორიულ მუზეუმს თანამედროვე გამოჩენილი ქართველი მხატვრების ნამუშევრები საჩუქრად გადმოეცა.
ი
როგორ შეიცვალა ხარაგაულელების ეკონომიური მდგომარეობა
საქართველოში გამოკითხული მოსწავლეების 77% ამბობს, რომ სკოლაში
გთავაზობთ ევროკავშირის ელჩის პაველ ჰერჩინსკის სიტყვას
ნარკოლოგი ზურაბ სიხარულიძე სოციალურ ქსელში ამ ინფორმაციას აქვეყნებს:
ხარაგაულის ზრდასრულთა განათლების ცენტრი