

„ჩვენ გვინდა ინსტიტუტები განვითარდეს, ქვეყანა განვითარდეს, კანდიდატიც ამის მიხედვით შეირჩა, შეირჩა ჩემი აზრით იდეალური კანდიდატი – სალომე ზურაბიშვილი“, – განაცხადა პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა თოქშოუ „იმედი LIVE”-სთვის მიცემულ ინტერვიუში.
მისი თქმით, თავისი ხედვებით და გამოცდილებით, სალომე ზურაბიშვილი აბსოლუტურად დამოუკიდებელი კანდიდატია.
„აბსოლუტურად დამოუკიდებელი კანდიდატია, თავისი ხედვები აქვს, თავისი პრაქტიკა, თავისი გამოცდილება, გემოვნება. ეს არის ის, რაც გააკეთა ქართულმა ოცნებამ, რაც გავაკეთეთ ჩვენ. საპარლამენტო რესპუბლიკის პრეზიდენტობის კანდიდატი უნდა იყოს ასეთი. ის რაც კონსტიტუციით აქვს მინიჭებული. პირველ რიგში ის ავტორიტეტი და გამაერთიანებელი უნდა იყოს, ზეპარტიული უნდა იყოს „ – განაცხადა მმართველი პარტიის თავმჯდომარემ.
ბიძინა ივანიშვილმა ყურადღება გაამახვილა წინასაარჩევნო კამპანიაზე და განაცხადა, რომ სალომე ზურაბიშვილი იყო ერთადერთი კანდიდატი, ვინც კულტურულად იქცეოდა.
„ერთადერთი კანდიდატი,ვინც კულტურულად იქცეოდა, ეს იყო ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი. ვინც შესატყვისად საუბრობდა, ევროპულობაც აჩვენა, ჩვენც ნამუსი მოგვწმინდა იმ ფონზე, რასაც სხვები აკეთებდნენ, ეს პატარა კაცები, ეს მცირე კაცები როგორ ებრძოდნენ ,თუმცა ქალბატონი სალომე ძლიერი ქალბატონია, გაუძლო ამას, თუმცაღა გარკვეული ემოციები დასჭირდა ამას“ – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
(R)
სასმელის პლასტმასის ბოთლებით რეალიზაციის აკრძალვა 2031 წლამდე გადავადდა.
სტიქიის პრევენციის სახელმწიფო პროგრამით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტს 888 491 ლარი გამოეყო.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა
აშშ-ის პრეზიდენტი ირანის დაბომბვის ორი კვირით შეწყვეტას დასთანხმდა იმ პირობით,
აღმოსავლეთმცოდნე, მთარგმნელი, პოეტი გიორგი ლობჟანიძე სოციალურ ქსელში