

„ყველაფერი დამოკიდებულია ამომრჩეველზე, მის აქტიურობაზე, მინდა კიდევ ერთხელ მოვუწოდო ამომრჩეველს აქტიურობისაკენ“, – განუცხადა ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ „ედისონ რისერჩის“ კვლევის კომენტირებისას.
მისი თქმით, პირველ ტურში ჩატარებული კვლევა არჩევნების შედეგებს აცდა.
„ჩვენ ვნახეთ „ედისონ რისერჩის“ კვლევის შედეგები პირველ ტურში, როდესაც ორივე შემთხვევაში მთლიანად აცდა არჩევნების შედეგებს. რაც შეეხება მეორე ტურს, შედეგებს ვიხილავთ ერთად, როდესაც საარჩევნო ადმინისტრაცია გამოაქვეყნებს ოფიციალურ შედეგს და ნახავთ, თუ რა იქნება და როგორ იქნება. ყველაფერი არის დამოკიდებული ამომრჩეველზე, მის აქტიურობაზე და მე მინდა კიდევ ერთხელ მოვუწოდო ამომრჩეველს აქტიურობისაკენ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
1 ოქტომბრის დღის ბოლოდან 3 ოქტომბრის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოში
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედ ღორეშისა და ვერტყვიჭალის
1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა – ეს თარიღი 1991 წლიდან აღინიშნება.
ხშირად ადამიანები მუდმივ დაღლილობას, წონის
მთავრობამ პარლამენტს 2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი წარუდგინა.