

„გაუგებარია, რატომ ჩნდება კითხვის ნიშნები მეორე ტურის თარიღის დასახელებასთან დაკავშირებით“, – განაცხადა პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ.
კახა კალაძის განცხადებით, საარჩევნო კანონმდებლობის თანახმად არჩევნები იმართება შემაჯამებელი ოქმის გამოქვეყნებიდან 2 კვირის თავზე.
„დილიდან ცნობილია და ცესკოს დღის წესრიგში აქვს, რომ საღამოს იქნება არჩევნების შემაჯამებელი ოქმი. საარჩევნო კანონმდებლობის თანახმად, არჩევნები იმართება შემაჯამებელი ოქმის გამოქვეყნებიდან 2 კვირის თავზე. შესაბამისად გაუგებარია, რატომ ჩნდება კითხვის ნიშნები თარიღის დასახელებათან“, – აცხადებს კახა კალაძე.
(R)
1 ოქტომბრის დღის ბოლოდან 3 ოქტომბრის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოში
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედ ღორეშისა და ვერტყვიჭალის
1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა – ეს თარიღი 1991 წლიდან აღინიშნება.
ხშირად ადამიანები მუდმივ დაღლილობას, წონის
მთავრობამ პარლამენტს 2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი წარუდგინა.