

„ნაცმოძრაობის“ ლიდერები პირდაპირ საუბრობენ იმაზე, რომ დაგეგმილი აქვთ რევოლუციური სცენარი, თუმცა, ვიცით, რომ მათ ჰქონდათ ასეთი სცენარები 2016 წელს, სხვა დროსაც, თუმცა, ისინი, საქართველოში დესტაბილიზაციას და რევოლუციას ვერ ეღირსებიან“, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ განუცხადა.
„ეს იკვეთება ყველაფრიდან, ეს იკვეთება კონკრეტულად „ნაცმოძრაობის“ ლიდერების და მათი რუსი პიარტექნოლოგების ფრაზებიდან. პირდაპირ საუბრობდა, მაგალითად, რუსი შკლიაროვი იმაზე, რომ მზადდება რევოლუცია. ასევე, საუბრობდა სააკაშვილი იმაზე, რომ თუ ხელისუფლებას სურს რევოლუცია, მიიღებს რევოლუციას. პირდაპირ საუბრობენ „ნაცმოძრაობის“ ლიდერები იმაზე, რომ მათ აქვთ დაგეგმილი რევოლუციური სცენარი, თუმცა, ვიცით, რომ მათ ჰქონდათ ასეთი სცენარები 2016 წელს, სხვა დროსაც, თუმცა, ისინი, ბუნებრივია, საქართველოში დესტაბილიზაციას და რევოლუციას ვერ ეღირსებიან. ისინი ამ ყველაფერზე ღიად საუბრობენ – ეს არის ყველაზე ნათელი მტკიცებულება. რა თქმა უნდა, არის სხვა ინფორმაციაც, რომლიც არის დაკავშირებული რევოლუციურ სცენართან. რიტორიკა პირდაპირ აქეთ არის მიმართული. მე ყველას მინდა, მოვუწოდო, არ აყვნენ არავითარი ფორმის პროვოკაციებს „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
სასმელის პლასტმასის ბოთლებით რეალიზაციის აკრძალვა 2031 წლამდე გადავადდა.
სტიქიის პრევენციის სახელმწიფო პროგრამით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტს 888 491 ლარი გამოეყო.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა
აშშ-ის პრეზიდენტი ირანის დაბომბვის ორი კვირით შეწყვეტას დასთანხმდა იმ პირობით,
აღმოსავლეთმცოდნე, მთარგმნელი, პოეტი გიორგი ლობჟანიძე სოციალურ ქსელში