

„ვფიქრობ, რომ საზოგადოებამ ზუსტად დაინახა, თუ სად არის სიყალბე და სად არის სიმართლე – ამას დაეთმო გუშინდელი გადაცემა“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუზე საუბრისას განაცხადა.
მისივე შეფასებით, სამწუხაროდ, გუშინდელი გადაცემა სამომავლო ხედვებზე საუბარს ვერ დაეთმო, თუმცა, ირაკლი კობახიძე დარწმუნებულია, რომ ბიძინა ივანიშვილს სამომავლოდ, აღნიშნულზე საუბრის საშუალება ექნება.
„გუშინ იყო საუბარი იმ საკითხებზე, რომელიც შუქდება ერთი სახით და სადაც რეალობა არის მეორე. ძალიან მნიშვნელოვანი იყო ამ საკითხებთან დაკავშირებით საზოგადოებისათვის სწორი ინფორმაციის მიწოდება და მე ვფიქრობ, რომ საზოგადოებამ ზუსტად დაინახა, თუ სად არის სიყალბე და სად არის სიმართლე. ამას დაეთმო გუშინდელი გადაცემა. სამწუხაროდ, გუშინდელი გადაცემა ვერ დაეთმო სამომავლო ხედვებზე საუბარს, თუმცა, დარწმუნებული ვარ, რომ პარტიის თავმჯდომარეს სამომავლოდ ექნება იმის საშუალება, რომ ასევე საზოგადოებას ესაუბროს სამომავლო ხედვაზე. იმაზე, თუ როგორ გვესახება ჩვენ ჩვენი ქვეყნის განვითარება“,- განუცხადა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.
1 ოქტომბრის დღის ბოლოდან 3 ოქტომბრის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოში
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედ ღორეშისა და ვერტყვიჭალის
1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა – ეს თარიღი 1991 წლიდან აღინიშნება.
ხშირად ადამიანები მუდმივ დაღლილობას, წონის
მთავრობამ პარლამენტს 2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი წარუდგინა.