

სალომე ზურაბიშვილი – საოკუპაციო ხაზი უნდა მოვშალოთ და დავიბრუნოთ ნამდვილი საზღვრები, რასაც სჭირდება ჭკუა, დიპლომატია, მაგრამ პირველ რიგში ადამიანების გაერთიანება უნდა დავინახოთ, განვსაზღვროთ, სად არის ჩვენი მომავალი, როგორ გავამთლიანოთ ეს ქვეყანა, – ასეთი განცხადება გააკეთა საპრეზიდენტო კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა ნაძალადევში ამომრჩევლებთან შეხვედრისას.
სალომე ზურაბიშვილმა გერმანიის გაერთიანებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ბევრს არ ეგონა, თუ ორად გაყოფილი გერმანია გაერთიანდებოდა.
„მსოფლიოში ბევრი რამე იცვლება. ბევრს ისიც არ ეგონა, თუ დადგებოდა დღე და ორად გაყოფილი გერმანია გაერთიანდებოდა, ევროპის ყველაზე ძლიერ სახელმწიფოდ ჩამოყალიბდებოდა. უნდა დავინახოთ, განვსაზღვროთ, სად არის ჩვენი მომავალი, როგორ გავამთლიანოთ ქვეყანა.
საოკუპაციო ხაზი, რომელიც შუაში გვყოფს, უნდა მოვშალოთ და დავიბრუნოთ ნამდვილი საზღვრები. ამას კი სჭირდება ჭკუა, დიპლომატია და გამოცდილების გამოყენება, მაგრამ, პირველ რიგში, ჩვენი, ადამიანების გაერთიანება სჭირდება“, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.
1 ოქტომბრის დღის ბოლოდან 3 ოქტომბრის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოში
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედ ღორეშისა და ვერტყვიჭალის
1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა – ეს თარიღი 1991 წლიდან აღინიშნება.
ხშირად ადამიანები მუდმივ დაღლილობას, წონის
მთავრობამ პარლამენტს 2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი წარუდგინა.