

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ შეისწავლის თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებს. წარმოგიდგენთ ინფორმაციას ზესტაფონის მუნიციპალიტეტის იმ თანამდებობის პირების შესახებ, რომლებმაც 2017-2018 წლებში არასრულად შეავსეს დეკლარაცია, არ ასახეს ინფორმაცია საკუთარი ან/და ოჯახის წევრთა კომერციულ საქმიანობაში მონაწილეობის შესახებ და ასევე, ეწევიან თანამდებობასთან შეუთავსებელ საქმიანობას.
კვლევის ფარგლებში 30-მდე დეკლარაცია იქნა შესწავლილი, რომელთაგან 4 შემთხვევაში დეკლარაციის არასრულად შევსების, 2 შემთხვევაში კი შეუთავსებელი საქმიანობის ფაქტი გამოვლინდა, რაც საჯარო სამსახურის ბიუროს სათანადო დაინტერესების საგანი უნდა გახდეს.
ვრცლად გაეცანით „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ვებგვერდზე
ივლისის მეორე ნახევრიდან აგვისტოს ბოლომდე
რა ხდება დამეწყრილ ღვერკსა და ხემაღალში
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ტრადიციული
დღეს, 2 ივლისს, თეატრალური ფესტივალის „თეატრალური იმერეთის“
ხარაგაულელმა ნუგზარ ლომსაძემ და რამდენიმე დღის წინ თავსგადამხდარი ამბავი