

მაღალი ძაბვის გადამცემ ხაზ „საქასრიაზე“ დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 17 თებერვლის 08:00 საათიდან 18 თებერვლის 18:30 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება დაახლოებით 2550 აბონენტს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში ბორითი, ვერტყვიჭალა, ღორეშა, უბისა, საქასრია, გოლისი, ხუნევი, გრიგალათი, მაქათუბანი, ნადაბური, გედსამანია, ხევი, ციცქიური, ბჟინევი, წაქვა, დაბა, ვაშლევი, ამაშუკეთი.
სამუშაოების მიმდინარეობის პროცესში ძაბვა ასევე შეუწყდება ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფლებს შროშას და ძირულას.
„ენერგო-პრო ჯორჯიამ“ 35 კილოვოლტიან გადამცემ ხაზ „საქასრიას“ სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო. 17 და 18 თებერვალს დაგეგმილია ერთ-ერთი ამორტიზებული მაღალი ძაბვის ანძის შეცვლა სოფელ შროშაში.
გარდა ამისა, პროექტის ფარგლებში შეიცვლება 14 კილომეტრიანი ხაზის სადენები, გამაგრდება გადამცემი ანძები, რაც ხელს შეუწყობს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სოფლების ელექტრომომარაგების ხარისხის გაზრდას და შეამცირებს ავარიულ გამორთვებს.
ბოლო რამდენიმე დღეა, ბუნებრივი აირის მომხმარებლები უკმაყოფილებას გამოთქვამენ
მეშვიდე წელია, ხარაგაულში ზრდასრულთა განათლების ცენტრი ფუნქციონირებს.
ხარაგაულის ზრდასრულთა განათლების ცენტრის დირექტორის,
ახალგაზრდების მიგრაცია ქალაქებში, მოსახლეობის დაბერება, უმუშევრობა
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მიუსაფარი ცხოველების მოვლა-პატრონობის პროგრამას