

ამ წუთებში ქალაქ თბილისის საკრებულოში ადგილობრივი თვითმმართველობის პირველი ახალგაზრდული ფორუმი მიმდინარეობს.
ფორუმის დელეგატები მიიღებენ რეზოლუციას, სადაც სამომავლო საქმიანობის პრიორიტეტებს განსაზღვრავენ. მთავარი მიზანია, მუნიციპალიტეტებს შორის თანამშრომლობის გაძლიერება, ახალგაზრდების თვითმმართველობაში ჩართულობაზე ხელშეწყობა, ახალგაზრდული პროექტების დაფინანსება, ჯანსაღი ცხოვრების წესი პოპულარიზაცია, ახალგაზრდებში ძალადობის აღმოფხვრა და პოლიტიკაში ძალადობის ენის წინააღმდეგ ბრძოლა.
თვითმმართველობის ახალგაზრდულ ფორუმზე სიტყვით გამოვიდნენ პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და თბილისის მერი კახა კალაძე.
ფორუმში 64 მუნიციპალიტეტის წარმომადგენელია ჩართული. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოდან ფორუმში დეპუტატები ვარლამ ჭიპაშვილი და ოთარ ლურსმანაშვილი მონაწილეობენ.
„ახალგაზრდა დეპუტატები ერთობლივად ვიმუშავებთ ხარაგაულში ახალგაზრდების საერთო პრობლემების გადაჭრის გზებზე და ახალგაზრდულ ხედვას შევიტანთ მუნიციპალიტეტისა და ქვეყნის განვითარების საქმეში,“ – ამბობს ფორუმის ხარაგაულელი დელეგატი ვარლამ ჭიპაშვილი.

პირის ღრუსა და კბილების ჰიგიენაზე ზრუნვა ერთ-ერთი
„რიკოთის ქარის სადგურის“ ასაშენებლად კომპანია „ტაბას“ ხარაგაულსა და ხაშურში
საქართველოს რკინიგზა 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე
ევროკავშირის წარმომადგენლობამ საქართველოში ღრმა მწუხარება გამოთქვა
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს,