

კონკურსი სამეტაპიანია. ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის თანამდებობის დასაკავებლად ღია კონკურსში მონაწილეობის სურვილი ექვსმა აპლიკანტმა გამოხატა.
ამჟამად განცხადებების გადარჩევა მიმდინარეობს.
შერჩეული კანდიდატები ტესტირებას გაივლიან, რის შემდეგაც წარმატებულ კანდიდატებს გასაუბრებაზე მიიწვევენ. ტესტირების ეტაპის გამსვლელ მინიმალურ შეფასებად 27 ქულაა განსაზღვრული.
დებულების თანახმად, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საკონკურსო კომისიამ გადაწყვეტილება, ქულათა სისტემის საფუძველზე, უნდა მიიღოს აპლიკაციების წარდგენის ვადის დასრულებიდან (8 თებერვალი) არაუგვიანეს 3 თვისა.
ამჟამად ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის მოვალეობას თინათინ ბოჭორიშვილი ასრულებს.
ეს თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც დავით კიკნაძე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარედ აირჩიეს.
პირის ღრუსა და კბილების ჰიგიენაზე ზრუნვა ერთ-ერთი
„რიკოთის ქარის სადგურის“ ასაშენებლად კომპანია „ტაბას“ ხარაგაულსა და ხაშურში
საქართველოს რკინიგზა 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე
ევროკავშირის წარმომადგენლობამ საქართველოში ღრმა მწუხარება გამოთქვა
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს,