ხარაგაულელი ნინი ყრუაშვილი საკრავების მაღაზიაში მომღერალ ირმა სოხაძეს შეხვდა და მასთან ერთად სიმღერა შეასრულა.
„თბილისში, მუსიკალური საკრავების მაღაზიაში, გიტარის სიმის საყიდლად შევედით, – გვიამბობს ნინი ყრუაშვილის დედა ლელა ხელაშვილი, – ქალბატონი ირმა სოხაძე თავისთვის გიტარას არჩევდა. ვიცანით მომღერალი და ვთხოვეთ, რომ ნინისთან ერთად ფოტო გადაეღო. ირმა სოხაძე ძალიან უშუალო ადამიანი აღმოჩნდა და უყოყმანოდ დაგვთანხმდა. როდესაც გაიგო, რომ ნინი მუსიკითაა გატაცებული, თვითონ გამოიჩინა ინიციატივა, რომ ნინისთან ერთად ემღერა. აღფრთოვანებულები ვართ და ემოციებს ვერ ვმალავთ.“
ნინი ყრუაშვილი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საღანძილის საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლეა.
პირის ღრუსა და კბილების ჰიგიენაზე ზრუნვა ერთ-ერთი
„რიკოთის ქარის სადგურის“ ასაშენებლად კომპანია „ტაბას“ ხარაგაულსა და ხაშურში
საქართველოს რკინიგზა 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე
ევროკავშირის წარმომადგენლობამ საქართველოში ღრმა მწუხარება გამოთქვა
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს,