
პროექტში – „ნიკო კეცხოველის პრემია-2018“ – იმერეთის რეგიონიდან წელს 40-მდე სკოლაა ჩართული. აღსანიშნავია იმერეთის სკოლების განსაკუთრებული აქტივობა, აქტივობების მრავალფეროვნება და გარემოსდაცვითი ინიციატივები.
ამჯერად ამ პროექტში ჩართული იმერეთის რეგიონის სკოლების სახელით ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ გეზრულის საჯარო სკოლის ეკოკლუბმა საქართველოს საგანმანათლებლო რესურსცენტრებსა და მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებს შესთავაზა იდეა – ყოველი წლის მაისის ბოლო პარასკევს მოვაწყოთ გარემოს დასუფთავების მასობრივი აქცია დევიზით „სუფთა საქართველო ნიკო კეცხოველის სახელით“.
აქციის მიზანია, სკოლების ეკოკლუბებმა საგანმანათლებლო რესურსცენტრებისა და მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელების მხარდაჭერით, საჯარო სამსახურებთან ერთად დასუფთავდეს ცენტრალური საავტომობილო გზის მონაკვეთები.
იდეას მხარს უჭერს ა/ო CENN, იმერეთის კოორდინატორი მაია კეზევაძე და საჯარო სკოლების ეკოკლუბები მთელი საქართველოს მასშტაბით.
სტუდენტობა ადამიანის ცხოვრებაში განსაკუთრებული და
ხარაგაულელი ბერიკა ებანოიძე საფრანგეთში, ქალაქ ლიონში, სამაგისტრო
გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) საქართველოში მომსახურების
დღეს, 15 სექტემბერს, საქართველოს სკოლებში ახალი – 2025-2026 სასწავლო
ხარაგაულში დამეწყრილი სოფლებიდან – ღვერკიდან