

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მანანა ბარბაქაძე მერიიდან სრულყოფილ ინფორმაციას ითხოვს ააიპ-ებში სავარაუდო რეორგანიზაციის შესახებ.
„სხვა მუნიციპალიტეტებში, დიდი ხანია, ააიპ-ებმა წერილები მიიღეს მოსალოდნელი რეორგანიზაციის შესახებ, – განაცხადა საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ 29 იანვრის სხდომაზე მანანა ბარბაქაძემ, – კულუარულად მოვკარი ყური, რომ ხარაგაულში მერია ააიპ-ების რეორგანიზაცია-დამსხვილების პროცესს აპრილიდან იწყებს. ეს გაართულებს საქმეს. ოქტომბერში საპრეზიდენტო არჩევნებია დაგეგმილი. საკრებულომ უნდა იცოდეს, რას ფიქრობენ მერიაში ამ საკითხთან დაკავშირებით, რომელი ააიპ-ების დამსხვილებას აპირებენ.“
ინფორმაციის დასაზუსტებლად ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსს, კახა გოლუბიანს, დავუკავშირდით. მისი განმარტებით, მერიაში ააიპ-ების რეორგანიზაციის საკითხი, ჯერჯერობით, არც განუხილავთ და არც რაიმე ოფიციალური დოკუმენტი შეუმუშავებიათ.
პირის ღრუსა და კბილების ჰიგიენაზე ზრუნვა ერთ-ერთი
„რიკოთის ქარის სადგურის“ ასაშენებლად კომპანია „ტაბას“ ხარაგაულსა და ხაშურში
საქართველოს რკინიგზა 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე
ევროკავშირის წარმომადგენლობამ საქართველოში ღრმა მწუხარება გამოთქვა
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს,