

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ვარლამ ჭიპაშვილი კოლეგებს სთავაზობს, რომ საბიუჯეტო საკითხებთან დაკავშირებით დაგროვებულ შეკითხვებზე განმარტებების მისაღებად საკრებულოში მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის ხელმძღვანელი დაიბარონ.
„2018 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვისას მერიამ საკრებულოსგან მიწოდებულ შენიშვნებზე გვიპასუხა, რომ, დროისა და ფინანსების სიმცირის გამო, ამ შენიშვნებს ბიუჯეტის დამტკიცებისას ვერ ითვალისწინებდნენ და საბიუჯეტო ცვლილებებს პირველივე შესაძლებლობისთანავე წარმოადგენდნენ, – ამბობს ვარლამ ჭიპაშვილი, – მერია დაგვპირდა, რომ თანხებს გამოძებნიდა; სრულყოფილად დააფინანსებდა ააიპ-ებს და საკრებულოსგან პრიორიტეტულად მიჩნეულ პროგრამებს.“
დეპუტატი ვარლამ ჭიპაშვილი მიიჩნევს, რომ უკვე დროა, მერიამ ამ დანაპირების შესრულების მდგომარეობის შესახებ საკრებულოს აცნობოს.
პირის ღრუსა და კბილების ჰიგიენაზე ზრუნვა ერთ-ერთი
„რიკოთის ქარის სადგურის“ ასაშენებლად კომპანია „ტაბას“ ხარაგაულსა და ხაშურში
საქართველოს რკინიგზა 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე
ევროკავშირის წარმომადგენლობამ საქართველოში ღრმა მწუხარება გამოთქვა
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს,