

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ბეჟათუბანში რკინიგზის მშენებლობაზე აფეთქების შედეგად სამი ადამიანი მძიმედ დაშავდა.
შემთხვევა მშენებარე გვირაბში დღეს, 22 იანვარს, 11:30 საათზე მოხდა.
ბეჟათუბანში სარკინიგზო გვირაბის მშენებლობა ორივე მხრიდან მიმდინარეობს. გვირაბის სრულ გათხრამდე მიწის მცირე ფენაა დარჩენილი.
ადგილზე დასაქმებულებისგან მიღებული ინფორმაციით, გვირაბის ერთ მხარეს მომუშავეები იმის გამო დაშავდნენ, რომ ისინი არ გააფრთხილეს გვირაბის მეორე მხრიდან დაგეგმილი აფეთქების შესახებ.
სამივე დაშავებული ხაშურის საავადმყოფოშია გადაყვანილი.
შემთხვევის ადგილზე იმყოფება „ჩემი იმერეთის“ ჟურნალისტი, რომელიც დაწვრილებით ინფორმაციას მოგვაწვდის.
პირის ღრუსა და კბილების ჰიგიენაზე ზრუნვა ერთ-ერთი
„რიკოთის ქარის სადგურის“ ასაშენებლად კომპანია „ტაბას“ ხარაგაულსა და ხაშურში
საქართველოს რკინიგზა 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე
ევროკავშირის წარმომადგენლობამ საქართველოში ღრმა მწუხარება გამოთქვა
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს,