

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ნადაბურში საბავშვო ბაღი არასდროს ყოფილა.
ნადაბურის მოსახლეობა დიდი ხნის განმავლობაში ითხოვდა სოფელში სკოლამდელი დაწესებულების გახსნას.
საბავშვო ბაღის მშენებლობის ამსახველი ეს ფოტოები ნადაბურელმა ზურა შუბითიძემ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.
კომენტარებში ნადაბურელი ოთხი შვილის დედა მიმოზა სიჭინავა წერს: „ძალიან მიხარია, ამ ბაღში ისწავლის ჩემი ანდრია.“
ტენდერში გამარჯვებული მშენებელი ორგანიზაცია TU-KA-ს დირექტორი ომარ თოთაძე ნადაბურში საბავშვო ბაღის მშენებლობის დასრულებას ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაზე ერთი თვით ადრე, ანუ 19 სექტემბრისთვის, გვპირდება.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ნიკოლოზ თოფურიძემ სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანებაში 3 ივლისს გამართულ შეხვედრაზე გამომცემლობა „ჩემი იმერეთის“ ჟურნალისტის შეკითხვაზე, გაიხსნება თუ არა 2017 წელს ნადაბურში საბავშვო ბაღი, გვიპასუხა, რომ ჯერ დაანგარიშებული არ არის, თუ რა თანხაა საჭირო ახალი საბავშვო ბაღის ამოქმედებისათვის.
იმედია, რომ ნადაბურში საბავშვო ბაღი დროულად გაიხსნება და სკოლამდელი ასაკის ბავშვების მშობლებს თვეობით არ მოუწევთ ლოდინი.

პირის ღრუსა და კბილების ჰიგიენაზე ზრუნვა ერთ-ერთი
„რიკოთის ქარის სადგურის“ ასაშენებლად კომპანია „ტაბას“ ხარაგაულსა და ხაშურში
საქართველოს რკინიგზა 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე
ევროკავშირის წარმომადგენლობამ საქართველოში ღრმა მწუხარება გამოთქვა
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს,