
24 აპრილს მუსიკალური კონკურსის “იმერეთის ხმა” გამარჯვებულები ქუთაისის ბოტანიკურ ბაღში დაჯილდოვდნენ.
კონკურსში სამი ხარაგაულელი მოსწავლე მონაწილეობდა. მათგან ერთ-ერთი, ნინო რამიშვილი, „იმერეთის ხმის“ მესამე ადგილის მფლობელი გახდა.
გრანპრი ზესტაფონის რევაზ ლაღიძის სახელობის სამუსიკო სკოლის გოგონათა გუნდმა დაიმსახურა.
პირველი ადგილი სამტრედიელ საბა ქავთარაძესა და ხონელ თინათინ ჭავჭანიძეს ერგოთ.
მეორე ადგილი ზესტაფონელმა ლუკა ლელაძემ და თერჯოლელმა ჯარჯი ჯამალაშვილმა დაიმსახურეს.
მესამე ადგილზე, ხარაგაულელ ნინო რამიშვილთან ერთად, საჩხერელი ელენე ლაბუჩიძე გავიდა.
კონკურსის იდეის ავტორისა და ორგანიზატორის, ნანა იამანიძის თქმით, „იმერეთის ხმას“ საფუძველი გასულ წელს ჩაეყარა იმერეთის მხარის გუბერნატორის, გივი ჭიჭინაძის მხარდაჭერით. კონკურსში იმერეთის მხარის თორმეტივე მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები მონაწილეობენ.
ნანა იამანიძე იმედოვნებს, რომ ეს ფესტივალი ტრადიციად იქცევა და ამბობს, რომ „მთავარია, ქართული სიმღერის სიყვარული ჩავუნერგოთ ახალგაზრდებს. მომღერლები თუ არა, გემოვნებიანი მსმენელები იქნებიან.“
წელს კონკურსში „იმერეთის ხმა“ შესარჩევ ტურებში გამარჯვებული 45 მოსწავლე მონაწილეობდა.
ხუთწევრიანმა ჟიურიმ, კომპოზიტორ მარიკა კვალიაშვილის თავმჯდომარეობით, 14 ნომინაციაში გამოავლინა გამარჯვებულები.
გამარჯვებულები იმერეთის ვიცე-გუბერნატორმა პაატა ნადირაძემ დააჯილდოვა.
ვულოცავთ ნინო რამიშვილსა და მის პედაგოგ დარეჯან გვაძაბიას კონკურსში „იმერეთის ხმა“ მიღწეულ წარმატებას.
ხარაგაულის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის (დირექტორი ჰამლეტ ბერაძე)
სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი ეხმიანება
23 აპრილს ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ტრადიცული
დღეს, 28 აპრილს, ხარაგაულის ოთარ აბაშიძის სახელობის
საიამ უკანონო პატიმრობაში მყოფი, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის,