
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულო 2013-2014 წლებისა და 2015 წლის 6 თვის საქმიანობის შესაბამისობის აუდიტის ანგარიშს განიხილავს.
გთავაზობთ ამონარიდს ამ ანგარიშიდან.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ოთხ სოფელში – ხევი, წაქვა, მარელისი და წიფა – 2013-2015 წლებში სოფლის მხარდაჭერის პროგრამით 72,9 ათასი ლარი გაიხარჯა სარიტუალო სახლების მშენებლობის, რემონტისა და კეთილმოწყობისათვის. თუმცა, ეს პროექტები დასრულებული არ არის და შესაბამისად, ვერ სარგებლობს მოსახლეობა.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის 2013-2014 წლებისა და 2015 წლის 6 თვის საქმიანობის შესაბამისობის აუდიტის ანგარიშში, ამ პროგრამასთან დაკავშირებით, ზემოთაღნიშნულის გარდა, ნათქვამია, რომ ასევე ვერანაირი სარგებელი ვერ მიიღო მოსახლეობამ ფარცხნალის სამკურნალო აბანოზე 2009-2013 წლებში 20,6 ათასი ლარის გახარჯვით. ამ თანხიდან 2,4 ათასი ლარი 2013 წელს გაიხარჯა. აბანოს შენობა დამთავრებული არ არის და არც მომავალში იგეგმება თანხების გამოყოფა მის დასასრულებლად.
2014 წელს ლეღვანში 3.1 ათას ლარად შეიძინეს წყლის მილები და ავზი, რაც მოსახლეობას უნდა დაემონტაჟებინა. ეს მილები და ავზი დღემდე გამოუყენებელია, რადგან მოსაწყობია ამ ავზებში შემავალი წყლის სათავე ნაგებობა.
სოფელ ხემაღალში 2014 წელსა და 2015 წლის 6 თვის მონაცემებით, წყლის სისტემის სარეაბილიტაციოდ 4.0 ათას ლარად შეისყიდეს ავზები და მოეწყო მილები, თუმცა მოსახლეობას წყალი მაინც არ მიეწოდება, რადგან წყლის სათავე, საიდანაც წყლით უნდა მომარაგებულიყო ავზები, მშენებლობის პროცესშია.
სოფელ ამაშუკეთში 2015 წელს 2.0 ათასი ლარი გაიხარჯა ელექტროწისქვილის მოსაწყობად, თუმცა დღემდე ვერ ხერხდება წისქვილის დაერთება ელექტროენერგიის მომარაგების წყაროსთან.
2015 წელს 7.1 ათასი ლარი გაიხარჯა ზედუბანში ელექტროწისქვილის მოსაწყობად. თუმცა, შენობის საჯარო რეესტრში დაურეგისტრირებლობის გამო, ვერ ხერხდება წისქვილის დაერთება ელექტროენერგიის მომარაგების წყაროსთან.
როგორც აუდიტის ანგარიშშია აღნიშნული, ხარაგაულის მუნიციპალიტეტისგან შესყიდული 92.0 ათასი ლარის სამუშაოებით ვერ სარგებლობს მოსახლეობა.
სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრებით ხიდარში აშენდა საბავშო ბაღი, რაზეც გაიხარჯა 101.7 ათასი ლარი. მშენებლობა დასრულდა და მუნიციპალიტეტმა სამუშაოები ჩაიბარა 2014 წლის სექტემბერში, ხოლო ბაღმა ფუნქციონირება დაიწყო ერთი წლის შემდეგ, 2015 წლის ოქტომბერში. 2014 წელს რეაბილიტაცია ჩაუტარდა ზვარის საბავშვო ბაღის შენობას, თანხით 48.5 ათასი ლარი, თუმცა საბავშვო ბაღი გაიხსნა 2015 წლის ბოლოს.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულო 2013-2014 წლებისა და 2015 წლის 6 თვის საქმიანობის შესაბამისობის აუდიტის ანგარიშს 4 აპრილს განიხილავს.
ქართული სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები სოლიდარობას
ხარაგაულის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლთან
ორმოცი დღე გავიდა ღვაწლმოსილი პედაგოგის
„ჩემი ხარაგაულის“ რედაქცია ღრმა მწუხარებით იუწყება, რომ ნაადრევად გარდაიცვალა ირინა თიკანაშვილი,
2025 წლის საგამოცდო პროცესი 3 ივლისს ერთიანი