
ხარაგაულის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიამ სახელმწიფო აუდიტის სამსახურისგან მუნიციპალიტეტის 2013-2014 წლებისა და 2015 წლის 6 თვის საქმიანობის შესაბამისობის აუდიტის ანგარიში განიხილა.
-ჩვენგან განხილვა დაფიქსირებულ ხარვეზებს ვერ შეცვლის, თუმცა შემდგომში აუცილებლად გასათვალისწინებელია, – ამბობს კომისიის თავმჯდომარე ვარლამ ჭიპაშვილი.
გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის სახელმწიფო შესყიდვებისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილების გამგე ზურაბ იჩქიტიძე ამბობს, რომ ხელშეკრულებები ახალდარეგისტრირებულ ინდმეწარმეებთან მოსახლეობისა და გამგებლის წარმომადგენლების მოთხოვნით გააფორმეს: „მოსახლეობა დაინტერესებულია, რომ გამოყოფილი თანხები მაქსიმალურად მოხმარდეს სოფლებს. სამუშაოების შემსრულებლები არ იყვნენ ორიენტირებულები მოგებაზე.“
სხდომაზე ხანგრძლივად იმსჯელეს ხარაგაულში თენგიზ ჭიპაშვილის ქუჩაზე ჯერ ქვაფენილისა და შემდეგ ბეტონის საფარის დაგების გამო.
ხარაგაულის გამგებელ კობა ლურსმანაშვილის თქმით, 2014 წლის ივნისის ჩათვლით, ყველა შესყიდვას ახორციელებდა საკრებულოს თავმჯდომარე აკაკი მაჭავარიანი და მისგან შექმნილი მონიტორინგის ჯგუფი: „აუდიტის დასკვნაში ბევრი ისეთი საკითხია, რომელიც აღმოფხვრილია, – ამბობს გამგებელი, – სათნოების სახლისთვის შეძენილი ფართის გარემონტებას ვეთანხმები. ვიზიარებთ აუდიტის მოსაზრებებს ავტომობილებთან დაკავშირებით. ბალანსზე გვყავს დაზიანებული ავტომობილებიც, ზოგი ჩამოსაწერია და გასაყიდი. ამას ძალიან მალე მოვაგვარებთ. არ ვიზიარებ აუდიტის დასკვნას სამუშაოების გადაწევასთან დაკავშირებით, რადგან უკეთესი შედეგისთვის გვირჩევნია, ვადა გადავწიოთ. ზოგადად, ვაპირებთ, გავითვალისწინოთ აუდიტის შენიშვნები.“
ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თორნიკე ავალიშვილის თქმით, „გამგეობა იყო პასუხისმგებელი ყველა სამუშაოს მომზადებაზე, შესრულებასა და შემოწმებაზე. საკრებულოს თავმჯდომარე ფორმალურად აწერდა ხელს დოკუმენტებს. პასუხისმგებელი ყველა საკითხზე არის გამგეობა.“
თორნიკე ავალიშვილს კოლეგებმა წინა წლებში გამგებლად საქმიანობა და 2009-2012 წლების აუდიტის დასკვნა შეახსენეს.
დეპუტატი იუზა კელენჯერიძე არ იზიარებს კიცხის ვაზის სანერგე მეურნეობის მიმართ აუდიტისგან გამოთქმულ შენიშვნას. ის ამბობს, რომ არ ეთანხმებოდა წინა მოწვევის საკრებულოს გადაწყვეტილებას ვაზის ნერგების მხოლოდ სოციალურად დაუცველებისთვის გადაცემაზე.
გამგეობის სოციალური სამსახურის უფროს ნანა კიკნაძის თქმით, სადღესასწაულო დღეებში დასახმარებელი ბენეფიციარებისთვის კრიტერიუმებს ადგენენ შესაძლებლობიდან გამომდინარე და ამას წლის დასაწყისში ვერ დააკონკრეტებენ: „მოქალაქეთა სიას გვაწვდიან გამგებლის წარმომადგენლები და მათ აბსოლუტურად ვენდობი. ამაში ვერ ვხედავ ვერც დანაშაულს და ვერც სუბიექტურობას.“
დეპუტატი გელა გოლუბიანი კოლეგებს აუდიტის რეკომენდაციების გათვალისწინებისკენ მოუწოდებს და ამბობს, რომ სიმართლეზე არ უნდა დახუჭონ თვალი.
არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელი დეპუტატი კობა გოგსაძე კი აცხადებს, რომ ყოველწლიურად რემონტდება მოსკოვის ხიდი და ეიფელის კოშკიც კი: „აუდიტის დასკვნაში რომ სისხლის სამართლის დანაშული ყოფილიყო, პროკურატურას გადაუგზავნიდნენ.“
აუდიტის ანგარიშს საკრებულო 4 აპრილის სხდომაზე განიხილავს.
ნინო კაპანაძე
ქართული სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები სოლიდარობას
ხარაგაულის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლთან
ორმოცი დღე გავიდა ღვაწლმოსილი პედაგოგის
„ჩემი ხარაგაულის“ რედაქცია ღრმა მწუხარებით იუწყება, რომ ნაადრევად გარდაიცვალა ირინა თიკანაშვილი,
2025 წლის საგამოცდო პროცესი 3 ივლისს ერთიანი