

დღეს ზესტაფონის რაიონულ სასამართლოში მოსამართლე ელენე ოსაძემ ა(ა)იპ „ხარაგაულკეთილმოწყობის“ ყოფილი ხელძღვანელის, მიხეილ ჭიპაშვილის სარჩელი განიხილა.
მიხეილ ჭიპაშვილმა გაასაჩივრა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებელ კობა ლურსმანაშვილის ბრძანება, თანამდებობიდან მისი გათავისუფლების შესახებ.
სასამართლოში დღევანდელ სხდომაზე რვა მოწმე დაიკითხა. რვავე მოწმე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრია.
მოწმეებმა – გივი თხელიძემ, ნონა ზურაბიანმა, დავით ლურსმანაშვილმა, ვარლამ ჭიპაშვილმა, ვარლამ თავზარაშვილმა, დავით კიკნაძემ, მანანა ბარბაქაძემ და გიორგი გრიგალაშვილმა ისაუბრეს დეპუტატ ვარლამ ჭიპაშვილსა და ა(ა)იპ „ხარაგაულკეთილმოწყობის“ ყოფილ ხელმძღვანელ მიხეილ ჭიპაშვილს შორის დაპირისპირების მათთვის ცნობილ გარემოებებზე.
შეგახსენებთ, რომ მიხეილ ჭიპაშვილს ვარლამ ჭიპაშვილი ბრალს დებს სიტყვიერ შეურაცხყოფასა და ფიზიკური შეურაცხყოფის მცდელობაში. ვარლამ ჭიპაშვილის განცხადების საფუძველზე საკრებულოს 18 წევრმა მიმართა გამგებელს, რომ მიეღო შესაბამისი ზომები. გამგებელმა მიხეილ ჭიპაშვილი თანამდებობიდან 2015 წლის 30 ნოემბერს გაათავისუფლა.
მოწმეების ჩვენებების თანახმად, არც ერთი მათგანი 20 ოქტომბერს ვარლამ ჭიპაშვილისგან ნაამბობ ინციდენტს, რომ მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მიხეილ ჭიპაშვილმა, არ შესწრებია. მათივე განცხადებით, მათ ადრეც მოისმინეს ვარლამ ჭიპაშვილისგან, რომ მას მიხეილ ჭიპაშვილი ემუქრებოდა.
სასამართლოს უნდა დაეკითხა კიდევ ერთი მოწმე, დეპუტატი ჯამბულ გამცემლიძე. ის სასამართლოს სხდომას არ ესწრებოდა. მოპასუხე მხარემ (ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობა) სასამართლოს წარუდგინა ცნობა ჯამბულ გამცემლიძის ავადმყოფობის შესახებ, რომელიც სხდომაზე მოსამართლემ წაიკითხა. ცნობის მიხედვით, ჯამბულ გამცემლიძეს აქვს პნევმონია და ის საჭიროებს ბინაზე მკურნალობას.
მოპასუხე მხარის წარმომადგენლებმა, – ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებელმა კობა ლურსმანაშვილმა, ადვოკატმა ავთანდილ კვინიკაძემ, იურისტებმა ინგა ლურსმანაშვილმა და ინგა თურქაძემ მოითხოვეს, რომ სასამართლომ დაკითხოს ჯამბულ გამცემლიძე. სასამართლომ ეს მოთხოვნა დააკმაყოფილა.
მოსამართლე ელენე ოსაძის გადაწყვეტილებით სასამართლოს მორიგი სხდომა 7 მარტს 11:00 საათზე გაიმართება.
ნინო კაპანაძე
„სინათლე არ უნდა ჩაქრეს“ – გამომცემლობა „ინტელექტი“ უერთდება დამოუკიდებელი
ხაშური-ზესტაფონის საგარეუბნო მატარებლის განრიგი 17 ნოემბრიდან
ოქტომბრის ბოლოს, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ვაშლევის საჯარო სკოლის X კლასის მოსწავლე შოთი წიქარიშვილი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სამი საბავშვო ბაღი – საღანძილის, ნადაბურისა და
„სულაკაურის გამომცემლობა“ უერთდება კამპანიას – „სინათლე არ უნდა ჩაქრეს!“