ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებელმა კობა ლურსმანაშვილმა 30 ნოემბერს თანამდებობიდან გაათავისუფლა ა(ა)იპ „ხარაგაულკეთილმოწყობის“ დირექტორი მიხეილ ჭიპაშვილი.
ბრძანებაში გათავისუფლების საფუძვლად მითითებულია „მიხეილ ჭიპაშვილის ქმედებაში ეთიკის ნორმების, ქცევის სტანდარტების დარღვევა და პროფესიული უნარ-ჩვევების შეუსაბამობა მის მიერ დაკავებულ თანამდებობასთან, რითაც არსებითი ზიანი მიადგა საჯარო ინტერესებს.“
ზემოთ აღნიშნული უკავშირდება ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ვარლამ ჭიპაშვილის განცხადებას იმის თაობაზე, რომ მას 20 ოქტომბერს მიხეილ ჭიპაშვილმა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. ამის თაობაზე ვარლამ ჭიპაშვილმა განცხადებით მიმართა ხარაგაულის პოლიციას.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის თანამშრომელ ტატო კუჭავასგან მოპოვებული ინფორმაციით, ხარაგაულის პოლიციაში ვარლამ ჭიპაშვილმა შეიტანა განცხადება, სადაც აღნიშნავდა, რომ მას მიხეილ ჭიპაშვილმა მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა. ვარლამ ჭიპაშვილი ითხოვდა, რომ პოლიციას დაებარებინა მიხეილ ჭიპაშვილი, დაეკითხა და გასაუბრებოდა, რომ არ განმეორებულიყო მსგავსი რამ. „ჩვენ რა თქმა უნდა, დავკითხეთ ორივე მხარე. იქ არ იკვეთებოდა ფიზიკური შეურაცხყოფის, ანუ სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები და შესაბამისად, გამოძიებაც არ დაწყებულა,“ – გვიპასუხეს შინაგან საქმეთა სამინისტროდან.
მიხეილ ჭიპაშვილის თქმით, გამგებლის ბრძანებას მისი თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ სასამართლოში გაასაჩივრებს.
მიხეილ ჭიპაშვილი არის რესპუბლიკური პარტიის ხარაგაულის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე. ის ასევე არის ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მეუღლე.
28 დეკემბერს, 15:00 საათზე, სამოქალაქო ორგანიზაციების ინიციატივით,
20 დეკემბერს ევროკომისიამ წამოაყენა
ხარაგაულის #2 საჯარო სკოლის
2025 წლის აპრილიდან ხარაგაულში
ხარაგაულის საავადმყოფო, ბოლო წლებია,