

ეკონომიკის სამინისტროს მეწარმეობის განვითარების სააგენტო აგრძელებს პროგრამას „აწარმოე საქართველოში.“
15 თებერვლიდან 31 მარტამდე მთელი ქვეყნის მასშტაბით რეგიონის მოსახლეობას კვლავ ეძლევა შესაძლებლობა წარადგინოს საკუთარი ბიზნეს იდეა ვებ-გვერდის მეშვეობით www.qartuli.ge და ჩაერთოს მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამაში.
პროგრამის პირველ ეტაპზე ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ექვსი პროექტი დაფინანსდა:
– ხათუნა ლურსმანაშვილის ოპტიკის მაღაზია ხარაგაულში,
– დინარა ხაჩიძის პურის საცხობი ღორეშაში,
– ბესიკ ხიჯაკაძის სათბური ვარძიაში,
– თინათინ დავაძის სამკერვალო დაბა ხარაგაულში,
– ნუგზარ ტაბატაძის ხის საამქრო სოფელ ხევში,
– გია ტყეშელაშვილის ავეჯის საამქრო დაბა ხარაგაულში.
ჩაერთეთ განახლებულ კონკურსში 31 მარტამდე და მიიღეთ დაფინანსება თქვენი ბიზნესიდეის განსახორციელებლად.
ფოტოზე: ხათუნა ლურსმანაშვილის ოპტიკის მაღაზია ხარაგაულში
თბილისში, ალკოჰოლური სასმელების
განათლების სამინისტრომ გაავრცელა
ხევის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულმა სანდრო ტაბატაძემ საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
ახლობლების სახელით პირმა ბანკიდან სესხები აიღო და დიდი
დღეს, 21 სექტემბერს, ხარაგაულში განათლების