15 თებერვლიდან მთელი ქვეყნის მასშტაბით რეგიონის მოსახლეობას კვლავ ეძლევა შესაძლებლობა წარადგინოს საკუთარი ბიზნეს იდეა ვებ-გვერდის მეშვეობით www.qartuli.ge და ჩაერთოს მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამაში.

პროგრამის ფარგლებში სახელმწიფოს მხრიდან 5 000 დან 15 000 ლარამდე თანადაფინანსება წარმოადგენს ბიზნესის განვითარების კარგ შესაძლებლობას. ბიზნეს იდეის წარდგენა შესაძლებელია ა.წ 31 მარტამდე.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მეწარმეობის განვითარების სააგენტოს მიერ განხორციელებული პროგრამა ხელს უწყობს რეგიონული მოსახლეობის გააქტიურებას. ფინანსური დახმარების გაწევის გზით რეგიონის მაცხოვრებლებს ეძლევათ შესაძლებლობა წამოიწყონ საკუთარი საქმე, ხოლო საკონსულტაციო კომპონენტის არსებობა უზრუნველყოფს დაინტერესებული პირების ცოდნის ამაღლებას ბიზნესის კეთების კუთხით.

მეწარმეობის განვითარების სააგენტოსა და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს შორის გაფორმებული ურთიერთშეთანხმების მემორანდუმის ფარგლებში რეგიონებში არსებული საზოგადოებრივი ცენტრების მეშვეობით:

ნებისმიერი დაინტერესებული პირი ადგილზე მიიღებს პროგრამასთან დაკავშირებულ ინფორმაციას უსასყიდლოდ ისარგებლებს საზოგადოებრივ ცენტრებში არსებული კომპიუტერული ტექნიკითა და ინტერნეტით დაინტერესების შემთხვევაში გადამისამართდება მეწარმეობის განვითარების სააგენტოში ან პროგრამის განმახორციელებელ კონტრაქტორ ორგანიზაციებთან, რის შედეგადაც მოხდება პროექტთან დაკავშირებული ყველა ნიუანსის განხილვა მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამა მოიცავს შემდეგ ეტაპებს:

  • ბიზნეს იდეის წარდგენა ვებგვერდზე qartuli.ge აპლიკაციის ფორმის შევსების გზით;
  • ბიზნეს გეგმის წერის ტრენინგი;
  • დამუშავებული ბიზნეს გეგმის წარდგენა;
  • საბოლოოდ არჩეული ბიზნეს გეგმების თანადაფინანსება;
  • ბიზნესის კეტებისათვის საჭირო ტრენინგი და ინდივიდუალური კონსულტაციები.

მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროექტის  მეორე რაუნდში იგეგმება მინიმუმ 1500 ბენეფიციარის დაფინანსება   და   3000-მდე ბენეფიციარის გადამზადება. ზოგადად პროგრამის ეფექტურობას ცხადყოფს პირველი რაუნდის მონაცემებიც, რომლის ფარგლებშიც უკვე დაფინანსებულია  1620 ბენეფიციარი, ამასთანავე ტრენინგი გაიარა 3118 ბენეფიციარმა.

მიკრო და მცირე მეწარმეობის  ხელშეწყობის ინიციატივა ხორციელდება სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მეწარმეობის განვითარების სააგენტოს მიერ.

კონკურსში ჩართვის შესაძლებლობა  აქვს პირს, რომელიც  სრულწლოვანია (18 წელს მიღწეული) , არის საქართველოს მოქალაქე , არ არის საჯარო მოხელე,  არ არის სსიპ  მეწარმეობის სააგენტოს თანამშრომელი ან მისი ოჯახის წევრი, არ გააჩნია მიმდინარე ვადაგადაცილებული საგადასახადო ვალდებულება სახელმწიფოს წინაშე განაცხადის შეტანის მომენტში და აცხადებს მზაობას ბიზნეს გეგმების კონკურსში გამარჯვების შემთხვევაში, დარეგისტრირდეს გადასახადის გადამხდელ ფიზიკურ პირად.

წყარო