
ზესტაფონის რაიონული სასამართლო მიხეილ ჭიპაშვილის სარჩელს 22 თებერვალს განიხილავს.
მიხეილ ჭიპაშვილი ასაჩივრებს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებელ კობა ლურსმანაშვილის ბრძანებას თანამდებობიდან მისი გათავისუფლების შესახებ. მოსარჩელე ითხოვს თანამდებობაზე აღდგენასა და განაცდურის ანაზღაურებას.
ზესტაფონის სასამართლოში 2 თებერვალს გამართულ მოსამზადებელ სხდომაზე მხარეებმა წარადგინეს შუამდგომლობები მოწმეების დაკითხვის თაობაზე. სულ, სავარაუდოდ, დაიკითხება ცხრა მოწმე, – ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები.
გამგებელმა კობა ლურსმანაშვილმა ა(ა)იპ „ხარაგაულკეთილმოწყობის“ დირექტორი მიხეილ ჭიპაშვილი თანამდებობიდან 2015 წლის 30 ნოემბერს გაათავისუფლა.
ბრძანებაში გათავისუფლების საფუძვლად მითითებულია „მიხეილ ჭიპაშვილის ქმედებაში ეთიკის ნორმების, ქცევის სტანდარტების დარღვევა და პროფესიული უნარ-ჩვევების შეუსაბამობა მის მიერ დაკავებულ თანამდებობასთან, რითაც არსებითი ზიანი მიადგა საჯარო ინტერესებს.“
მიხეილ ჭიპაშვილის ადვოკატის შუამდგომლობით, ზესტაფონის რაიონული სასამართლო შსს ხარაგაულის განყოფილებიდან გამოითხოვს იმ საქმის დაკითხვის ოქმს, რომელიც, სავარაუდოდ, მიხეილ ჭიპაშვილის თანამდებობიდან გათავისუფლებას უკავშირდება. შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ საქმეზე, სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო, გამოძიება არ დაწყებულა.
მიხეილ ჭიპაშვილი არის რესპუბლიკური პარტიის ხარაგაულის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე. ის ასევე არის ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მეუღლე.
იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების
20 ივნისს, სოფელ ლეღვანში მელანო (მედიკო) ცხოვრებაძე-ლაცაბიძემ
ქართული სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები სოლიდარობას
ხარაგაულის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლთან
ორმოცი დღე გავიდა ღვაწლმოსილი პედაგოგის