

გუშინ დილით წიფიდან სკოლის მოსწავლეების მშობელმა დაგვირეკა და გვაცნობა, რომ საუბნო გზები გასაწმენდია თოვლისგან და ამის გამო მოსწავლეებს სკოლამდე მისვლა უჭირთ.
სოფელ წიფასა და გოლათუბანში საუბნო გზების გაუწმენდაობის გამო ბავშვებს სარკინიგზო ხაზზე მოძრაობა უწევთ. თოვლის გამო მატარებლის ხმა ჩახშულია და ამიტომ ბავშვების სკოლამდე გადაადგილება სარისკოა.
ეს ინფორმაცია დაუყოვნებლივ ვაცნობეთ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილეს და საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსს.
მათი პასუხები გამოვაქვეყნეთ ვებგვერდზე.
ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაზე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებელმა კობა ლურსმანაშვილმა დააკომენტარა:
„დაგვისახელეთ ადგილობრივი ხელისუფლების მოხელე, რომლისგანაც ეს პასუხი მოისმინეთ. იგი დატოვებს თანამდებობას. სხვაგვარად მივიჩნევთ, რომ ეს გამიზნული დემაგოგია და დეზინფორმაციაა. შევისწავლით მიკროავტობუსის ტექნიკურ მდგომარეობას. ისე, მეც დამირეკეს მოქალაქეებმა და იკითხეს, პრესა რატომ ავრცელებს გადაუმოწმებელ ინფორმაციას, – ამით ხომ თავისუფალი პრესის მიმართ ნდობას დაკარგავენ?!“
ვაქვეყნებთ წიფელი მშობლის გუშინდელი სატელეფონო ზარის აუდიოჩანაწერს.
ვფიქრობთ, დამოუკიდებელი მედიის სანდოობაზე „დარდისა“ და საჯარო მოხელისადმი მუქარის დრო და ენერგია, უმჯობესია, გამგებელმა მაღალმთიანი სოფლისადმი თანადგომას მოახმაროს.
ლაურა გოგოლაძე
ენერგეტიკული თანამეგობრობის სამდივნო გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის
SALTO-ს აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის რესურსცენტრი აღმოსავლეთ
მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურს მიმართა
2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის
ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი