

ამ დილით „ჩემი ხარაგაულის“ რედაქციაში სოფელ წიფადან დაგვიკავშირდნენ. ქალბატონის თქმით, წიფაში თოვლის საფარი ნახევარ მეტრს აღწევს და გადაუღებლად თოვს.
„გრიპის შემთხვევები არ ფიქსირდება და ამიტომ სკოლაში სწავლა არ შეწყვეტილა. ორი დღეა, მიკროავტობუსს, რომელსაც მოსწავლეები სკოლამდე გადაჰყავს, უჭირს გადაადგილება და ბავშვების უსაფრთხოება სარისკოა. მივმართეთ ადგილობრივ ხელისუფლებას, რომ გზები გაეწმინდათ. გვიპასუხეს, სანამ თოვლის საფარი ერთ მეტრს არ მიაღწევს, მანამდე ვერ გავწმენდთო. ვითხოვთ, რომ შიდა საუბნო გზები გაიწმინდოს. ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ახლა ამხელა თოვლი არსად არ იქნება. როგორც მაღალმთიან სოფელს, მოგვაქციონ წიფას ყურადღება,“ – გვითხრა წიფაში მცხოვრებმა ქალბატონმა.
დავუკავშირდით ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველ მოადგილეს პაატა გოგოლაძეს. მისი თქმით, ვინაიდან წიფაში ტექნიკა არ ჰყავთ, ხარაგაულიდან უნდა გაგზავნონ. „აუცილებლად მივიღებთ ზომებს, რომ ბავშვების გადაადგილება არ შეფერხდეს და გავწმენდთ გზას,“ – გვითხრა გამგებლის მოადგილემ.
ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის, დავით კიკნაძის ინფორმაციით, ორშაბათს, 25 იანვარს, გამართულ თათბირზე მან ყველა სკოლის დირექტორი გააფრთხილა, – თუ დიდთოვლობისა და ყინვის გამო მოსწავლეთა გადაადგილებას საფრთხე შეექმნება და სარისკოა, ან შეწყვიტონ სასწავლო პროცესი, ან მოსწავლეებმა იარონ ფეხით.
დავით კიკნაძის თქმით, ამჟამად გრიპის ვირუსის გამო სასწავლო პროცესი ორი დღით შეწყვეტილია მოლითისა და ზვარეს საჯარო სკოლებში. მოლითში გრიპის ვირუსი აქვს მოსწავლეთა 34%-ს, ზვარეში – 24%-ს. გაცდენილი დღეები შაბათობით სწავლის ხარჯზე ანაზღაურდება.
ნინო კაპანაძე
ენერგეტიკული თანამეგობრობის სამდივნო გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის
SALTO-ს აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის რესურსცენტრი აღმოსავლეთ
მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურს მიმართა
2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის
ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი