ჟურნალისტთა სკოლა „იმედი ხვალის“ კურსდამთავრებულებმა გადაწყვიტეს გაცნობოდნენ საქართველოს ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების სახელმწიფო და ხელოვნების ეროვნულ მუზეუმებს. ჟურნალისტთა სკოლა აქტიურად თანამშრომლობს ხარაგაულის ისტორულ მუზეუმთან (დირექტორი ნ. დიდიძე) და მუზეუმის საგანმანათლებლო პროგრამების მენეჯერთან, ეკა შველიძესთან. სწორედ ქალბატონ ეკასთან თანამშრომლობთ დაიგეგმა ვიზიტი მუზეუმებში.
„თქვენ იმყოფებით მუზების თავშეყრის ადგილას ანუ მუზეუმში, – ასე დაიწყო საუბარი გამოყენებითი ხელლოვნების მუზეუმის საგანმანათლებლო პროგრამების მენეჯერმა ქალბატონმა დიანა შველიძემ. მან კიდევ ერთხელ შეგვახსენა მუზეუმის დაარსების ისტორია და მნიშვნელობა. დეტალურად გაგვაცნო მუზეუმში დაცული თითოეული ექსპონატი, გვიამბო ისტორიული ფაქტები, თუ როგორ ვითარდებოდა საქართველოში მეცხრამეტე საუკუნეში სოფლის მეურნეობისა და ხელოსნობის სხვადასხვა დარგები, – იარაღის, ხალიჩების, კერამიკის, გობების, უნაგირის, სამკაულების და სხვა საყოფაცხოვრებო ნივთების დამამზადებელი სახელოსნოები. როგორც შევიტყვეთ, რუსეთის იმპერატორის ბრძანებით თბილისი კავკასიის ცენტრად გამოცხადდა და შინამრეწველობის კომიტეტი დაარსდა. ამ კომიტეტს უნდა შეესწავლა, თითოეულ სოფელში რომელი დარგის განვითარება იქნებოდა ხელსაყრელი, რათა გაძლიერებულიყო სოფელი და გლეხთა ფენა.
მუზეუმში დაცულია 1903 წელს შესრულებული უნიკალური ნაქარგი „თამარი და დემონი,“ რომელიც ოქროს მედლის მფლობელია; მსოფლიო ენციკლოპედიაში მოხსენიებული თვითნასწავლი ქართველი მხატვრების: მელიაშვილის, ალადაშვილის, მარადაშვილის და ზარაკიშვილის ნახატები; ვერცხლის საყოფაცხოვრებო ნივთები, რომელთა ნაწილი დამზადებულია ვერცხლის უწვრილესი ძაფის – ფილიგრანისგან; ხევსური, აჭარელი და თბილისელი ქალის სამოსი; მუსიკალური საკრავები; ხელით დაწნული ხის ნაკეთობები; ორიგინალური სკები, მეთვრამეტე-მეცხრამეტე საუკუნეში ხელოსანი ქალის მიერ დამზადებული სასმისები, სამაჯურები…
მუზეუმის შესასვლელს ყარამან კიკნაველიძის და მისი მეუღლის ოლიკო ქვარიანის დიდი პორტრეტი ამშვენებს. როგორც ფოტოზეა აღნიშნული, ყარამან კიკნაველიძემ თბილისში უნივერსიტეტის დაარსებას ასი თუმანი შესწირა. ამ დიდებული ადამიანის შვილიშვილი გახლავთ მუზეუმის დირექტორი ბატონი მიხეილ კიკნაველიძე. აღსანიშნავია, რომ მას დიდი წვლილი მიუძღვის ხარაგაულის მუზეუმის შექმნაში. მიხეილ კიკნაველიძემ გვიამბო, რომ ქართული კულტურის საგაძურის დაცვის პოლიციის ჩამოყალიბებამდე, ექვსი თვის მანძილზე, მეგობრებთან ერთად მუზეუმში ათევდა ღამეებს. მისი და მუზეუმის თითოეული თანამშრომლის დამსახურებაა, რომ მომავალ თაობას დღემდე აქვს უნიკალური ნივთების ნახვის შესაძლებლობა.
ხელოვნების ეროვნულ მუზეუმში ჩვენმა თანამემამულემ, მუზეუმის თანამშრომელმა ერმილე მაღრაძემ გვიმასპინძლა. იგი ფერადი მინისა და და ძვირფასი ლითონების ტექნოლოგი, რესტავრატორი, ექსპერტი ხელოვნებათმცოდნეა.

შთამბეჭდავი, უაღრესად საინტერესო, საუცხოო, ბრწყინვალე, ემოციის მომგვრელი, მნიშვნელოვანი – ასეთი განცდა დაგვეუფლა ხელოვნების მუზეუმში ოქროს ფონდის დათვალიერებისას. ოქროს ფონდში დაცულია ძველი და ახალი წელთაღრიცხვის პერიოდების ძვირფასი ლითონებისგან დამზადებული ნაკეთობები. ხარაგაულელები განსაკუთრებით სარგვეშის თასისა და იმერეთის ვარძიის მონასტრის ღვთისმშობლის ხატის ორიგინალების ნახვამ გაგვაოცა. ეს ორი ძვირფასი ნივთი ხარაგაულის მუზეუმში მხოლოდ ფოტოზე გვქონდა ნანახი.
წარმართულ და ქრისტიანულ ხანაში შექმნილი ძვირფასი ლითონებისგან დამზადებული ჯვრები, ბარძიმები, ხატები, შანდლები, ტიხრულ მინანქარსა თუ ნაქარგებში შესრულებული ღვთისმშობლის, იესო ქრისტეს, წმინდა გიორგის, მოციქულების სახეები, ქართველ დიდგვაროვანთა სამკაულები, – ამ ექსპონატების გაცნობისას ჩვენს თვალწინ საქართველოს ისტორია გაცოცხლდა.
მარიამ არევაძე: -ნასიამოვნები დავრჩი. სასწაულმოქმედი ხატები და ნაპოლეონის გამოფენა მომეწონა.
თამარ მაღრაძე: -საამაყო და სასიამოვნოა, როცა ნახულობ უძველესი ქართული ხელოვნების ნიმუშებს, როცა მიდიხარ იქ, სადაც დაცულია ქართული ტრადიციები.
თამარ ჩხიკვაძე: -ეს დღე ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვნია, ქართულ საგანძურს გავეცანით და ბედნიერი ვარ.
სალომე ალავიძე: -დიდი მადლობა ჩვენს მასწავლებლებს. ემოციებით ვარ სავსე.
ლანა ლომიძე: -ჩვენს თვალწინ გაცოცხლდა ანტიკური ხანის და შემდგომი საუკუნეების ისტორია. ხახულის ღვთისმშობლის ხატმა ჩემზე განსაკუთებული შთაბეჭდილება მოახდინა.
სალომე ყრუაშვილი: -ვნახეთ საქართველოს საგანძური, ოქროს ფონდი. წარსულს, ისტორიას, მივეახლეთ. არასდროს დამავიწყდება ეს დღე.
ჟანა ლომიძე: -გამაოცა ეროვნულ მუზეუმში დაცული ხატების სიმდიდრემ და ორიგინალურობამ. ივიკო ტაბატაძე: -ენით აღუწერელი შთაბეჭდილების ქვეშ ვარ. ძალიან მომეწონა ეკატერინე ჭავჭავაძის დიადემა. ყველას ვუსურვებ, ნახოს ეს საგანძური.
ბექა ჩხიტუნიძე: -დარწმუნებული ვარ, ამ მუზეუმებში ვერ მოვხდებოდი, რომ არა პროექტი „იმედი ხვალის.“ ძალიან გახარებული ვარ.
სოფო ალავიძე: -გასაოცარია ოქროს ფონდში დაცული უნიკალური ნივთები.
თამთა ჭყოიძე: -ორივე მუზეუმის გაცნობა ჩემთვის ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი იყო. დამაინტერესა თექის დამუშავების პროცესმა გამოყენებითი ხელოვნების მუზეუმში.
მადონა ცისკაძე: -ქართული საგანძურის გაცნობა ძალიან მნიშვნელოვანია ყველასთვის.
13 იანვარს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი,
2026 წლის პირველი იანვრიდან ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს
ხარაგაულის თვითმმართველობა ადმინისტრაციული შენობის მეორე სართულზე
დღეს, 12 იანვარს, ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მეორე ტური, მთელი
დღეს, 12 იანვარს ერთი წელი შესრულდა, რაც მზია ამაღლობელი უკანონოდ