

დღეს, 12 იანვარს, ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მეორე ტური, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ფიზიკასა და გეოგრაფიაში ტარდება. ოლიმპიადა 9 იანვარს დაიწყო და 14 იანვარს დასრულდება.
ფიზიკის მეორე ტურში ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედი სკოლების 7 მოსწავლე გადავიდა. თუმცა, დღეს, მეორე ტურში მონაწილეობის მისაღებად, არც ერთი მათგანი არ გამოცხადდა.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის წარმომადგენელი ხარაგაულში მაია შალაშვილი ამბობს, რომ ამის მიზეზი მისთვის უცნობია.
მაია შალაშვილის თქმით, ხარაგაულის #2 საჯარო სკოლაში, სადაც ოლიმპიადის მეორე ტური იმართება, მოსწავლეებისთვის მაქსიმალურად მოწესრიგებული გარემო, სიმშვიდე და სითბოა.
ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მეორე ტური უკვე გაიმართა ქართულ ენასა და ლიტერატურაში, ისტორიაში, მათემატიკასა და ინგლისურ ენაში.
მაია შალაშვილის ინფორმაციით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ქართული ენისა და ლიტერატურის მეორე ტურში გადასული 11 მოსწავლიდან 10 მოსწავლე მონაწილეობდა, ისტორიაში 16 გამარჯვებულიდან – 5; მათემატიკაში 13 მოსწავლიდან – 1, ინგლისური ენის ტურში 8 მოსწავლიდან – 3.
სასწავლო ოლიმპიადის მეორე ტურის შემდეგი დღეების განრიგი ასეთია:
13 იანვარი:
10:00 სთ. – ქიმია;
15:00 სთ. – გერმანული ენა;
14 იანვარი:
10:00 სთ. – ბიოლოგია;
12:30 სთ. – რუსული ენა;
15:00 სთ. – ფრანგული ენა.
მესამე ტურში ის მონაწილე გადავა, რომელიც დააგროვებს ტესტის მაქსიმალური ქულის 50%-ს ან მეტს და, ამასთან ერთად, მოხვდება საგნის რეიტინგული სიის პირველ 50 მოსწავლეს შორის.
ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მთავარი მიზანი სასწავლო პროცესის სტიმულირება და მოსწავლეებისათვის მოტივაციის ამაღლებაა.
დღეს, 10 აგვისტოს, ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო
4-8 აგვისტოს ხარაგაულში, ბორის სკოლის
დღე, 7 აგვისტოს, მოულოდნელად გარდაიცვალა ჩვენი კოლეგი და მეგობარი,
ევროკავშირის პრეს-სპიკერი განცხადებას
მიმდინარეობს ძუ (მდედრი) ძაღლების უფასო სტერილიზაციის პროგრამა!